მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

news image
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა.
მთავარმა შრომის ინსპექტორმა - ბექა ფერაძემ თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან შედეგებზე ისაუბრა, რომლებიც ინსპექტირებების გაზრდილი ოდენობის, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებთან დაბალანსებული, პარტნიორული მიდგომისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შედეგად იქნა მიღწეული.
კერძოდ, შემცირებულია სამუშაო ადგილზე მომხდარი ფატალური შემთხვევების ოდენობა.
2024 წლის მონაცემებით, 44%-იანი კლება დაფიქსირდა 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების შესახებ კანონი ამოქმედდა.
შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2024 წელს, უწყებამ 3201 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად, შემოწმდა 1901 ობიექტი და ინსპექტირება შეეხო 84 157-მდე დასაქმებულ პირს.
სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევები მნიშვნელოვნად არის შემცირებული:
- 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად აღრიცხული ინციდენტების რაოდენობა შემცირებულია 24%-ით 2023 წელთან შედარებით.
- 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 25%-ით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით
- ხოლო საშუალო სიმძიმით დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს შემცირებულია 26%-ით.
მნიშვნელოვანი შედეგებია შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებითაც. საქართველოს მასშტაბით, ჩატარდა 2205 აქტივობა, რომელმაც მოიცვა 1290 ობიექტი. ინსპექტირებები შეეხო 29 702 -მდე დასაქმებულ პირს.
2024 წელს შრომით მიგრაციაზე ზედამხედველობის კუთხით, განხორციელდა 120 ინსპექტირება, შედეგად, გაცემულ იქნა 61 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“-თ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევა გამოვლინდა 9 სამუშაო ადგილზე 30 არასრულწლოვანთან მიმართებით.
2025 წელს შენარჩუნებულია ფატალური, უბედური შემთხვევების კლების ტენდენცია, მეტიც, მიმდინარე წელს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის შემცირებული ფატალური შემთხვევების რაოდენობა.
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ, საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება სანქციებისგან თავის არიდებისათვის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე

21.10.2025.21:26

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში, - განცხადებას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში. 

„აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში. 

გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა