მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი წლიურ ჭრილში 1,3%-ით გაიზარდა

news image

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის მაისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2023 წლის მაისი აპრილთან შედარებით 0,3%-ით არის შემცირებული.

წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9,2%). მეორე ადგილზეა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 7,2%, ხოლო შემდეგ მოდის განათლება - 7%-ი.

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთების ინდექსი გაზრდილია 6%-ით, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები კი 3,4%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა კი 2,7%-ით.

სამაგიეროდ შემცირებაა HICP-ის ტრანსპორტში, ამ სეგმენტში მაისიდან მაისამდე კლება 13,4%-ია, ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 3%-ითაა გაიაფებული. 

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა გაძვირდა და რა გაიაფდა - სექტემბრის სტატისტიკა

03.10.2025.11:22

 

წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი  გაიაფდა. 

როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში  2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.

გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ატამი - 184,54%
  • ლიმონი - 181,91%
  • ქლიავი - 179,06%
  • მსხალი - 161,12%
  • მწვანე ლობიო - 155,16%

5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • პომიდორი - 16,99%
  • ბრინჯი - 10,42%
  • ქიშმიში - 8,01%
  • ხახვი - 7,65%
  • სიმინდის ფქვილი - 4,66%

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა