მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

სამოგზაურო დაზღვევის ბაზარი იზრდება - როგორ ცვლის ახალი ინიციატივები ტურიზმის სექტორს

news image

სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებით აქტუალურია საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის, რადგან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მსგავსი პოლისი სავალდებულოა ან პრაქტიკულად აუცილებელი. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები თანდათან აცნობიერებენ, რომ მცირე ღირებულების მიუხედავად, სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.

ონოფრიშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ინიციატივები, რომლებიც საქართველოში შემოსულ ტურისტებსაც უბიძგებს მსგავსი დაზღვევის ქონას. ამის მიზანი ის არის, რომ უცხოელი ვიზიტორების სამედიცინო მომსახურების ხარჯები სრულად ჯანდაცვის სისტემაზე არ გადავიდეს, ხოლო თავად ტურისტებიც შესაძლო რისკებისგან დაცულნი იყვნენ. 

„სამოგზაურო დაზღვევის ვალდებულება ჩვენთან ცალმხრივად არსებობდა - გარეთ ვინც გადიოდა ტურისტები - ევროკავშირი სავალდებულოდ ითხოვს, ამერიკის შეერთებული შტატებში და ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა,

ზოგან არ არის სავალდებულო, მაგრამ თვითონ ადამიანიც უკვე ხვდებიან, რომ საზღვარგარეთ რომ მიდიხარ ჯობია სამოგზაურო დაზღვევას ჰქონდეს. უცბად რომ რაღაც შემთხვევა დაგემართოს, მსუბუქი თუ სერიოზული, შენ იქ დაცული იყო, იმიტომ რომ არავინ იქ სერიოზულად არ მოგხედავს თუ არა გაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. და ეს საზღვარგარეთ წასულებმა უფრო იციან და ხშირად არავის  არ ეკითხებათ საზღვარზე, მაგრამ რომ ჰკითხონ და არა ჰქონდეს შემოგაბრუნებენ უკან, ამიტომ უმეტესობას განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში ვინც მიდის იმათ აქვთ. სხვა ქვეყნებში ტურისტული სააგენტოები სამოგზაურო დაზღვევას, როგორც წესი, სავალდებულოდ ხდიან, რადგან ჯგუფური ტურების მართვისას რისკების დაზღვევა აუცილებელია. თუ გადავხედავთ მოგზაურობის ხარჯებს, დაზღვევის წილი მასში უმნიშვნელოა. მაგალითად, 10-დღიანი ტურის ფარგლებში, როდესაც სასტუმროს ღირებულება საშუალოდ 80-100 ევროა, რასაც ემატება კვებისა და ავიაბილეთების ხარჯები, სამოგზაურო დაზღვევა დღეში, საშუალოდ, მხოლოდ 2 ლარი ჯდება. ეს არის მინიმალური თანხა იმ უსაფრთხოებისთვის, რომელსაც დაზღვევა მოგზაურს სთავაზობს. მე მგონი ამაზე არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა გააკეთო.

მომხმარებელი სულ უფრო მეტად აცნობიერებს დაზღვევის საჭიროებას. მიმდინარე წელს ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იმ საკითხისა, რომელიც საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს ეხება. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან - ევროპიდან, ამერიკიდან თუ კანადიდან - ჩამოსული სტუმრები, როგორც წესი, ისედაც სარგებლობენ სამოგზაურო დაზღვევით, რადგან მათთვის ეს სტანდარტული პრაქტიკაა.

არსებობენ ე.წ. მესამე ქვეყნები, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელთა მოქალაქეებსაც ხშირად არ ჰქონდათ სამოგზაურო ჯანმრთელობის დაზღვევა. შესაბამისად, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, სამედიცინო მომსახურების ხარჯების გაღება ჩვენს ჯანდაცვის სექტორს უწევდა, რადგან ამ თანხების ანაზღაურება ვერ ხერხდებოდა.  ამის შედეგად გარკვეული ზრდა უკვე არის იანვარში. გააქტიურდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ტურისტული კომპანიები. ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზარზე თანაბარი პირობების შექმნაა. რეალურად, ამ ნაბიჯმა დამატებითი ბიძგი მისცა სფეროს განვითარებას. უცხოელი ვიზიტორების უმეტესობამ უკვე იცის დაზღვევის აუცილებლობის შესახებ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც სასარგებლოა“, - აცხადებს  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე

11.03.2026.22:20

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.

ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი  სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა