მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

TOP 5 სადაზღვევო კომპანია სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში

news image

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 11.8%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან  7 130 171 ლარის პრემია მოიზიდეს, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6 379 526 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2025 წლის 6 თვის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 28,2%-ი მოდის.

ჯი პი აი ჰოლდინგმა 2025 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში 2 013 690 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევაა, რომელმაც 2025 წლის 6 თვის სტატისტიკით          1 175 286 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 16,5%-ი მოიპოვა.

სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო კომპანია იმედი L, რომელიც ბაზრის 13,2%-ის მფლობელია და 2025 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 942 104 ლარის პრემია მოიზიდა.

სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა​, რომელმაც 2025 წლის პირველ ნახევარში 650 955 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 9,1%-ის მფლობელი გახდა.

TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2025 წელს 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 606 575 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 8,5%-იც დაიკავა.

რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2025 წლის 6 თვეში 261 738 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 413.4%-ით მეტია, რადგანაც 2024 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 50 982 ლარი შეადგინა.

გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2025 წლის პირველ ნახევარში იყო 156 059 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 39 929 ლარი შეადგინა.

მთლიანობაში 2025 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია, დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო და სადაზღვევო კომპანია უნისონზე გადანაწილდა

არსებული მაჩვენებლებით, 2025 წლის 6 თვეში სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში  7 130 171 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 156 059 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 2,2% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ. 

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

2025 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 802 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 162 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 56 მილიონი ლარი. 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 727 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 466 მილიონ ლარს

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

07.11.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა