სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი როლანდ პრაისი იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა, რომელიც საქმიანობას ოფიციალურად 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მსოფლიო ბანკის მოქმედი რეგიონალური დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, რომელიც ამ პოზიციაზე თავის ოთხწლიან საქმიანობას ივნისის ბოლოს დაასრულებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდ პრაისს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, სებასტიან მოლინეუსს კი, საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა როლანდ პრაისს დასებასტიან მოლინეუსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს განვითარებაში მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. აღინიშნა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში.
მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი 15 აქტიური ინვესტიციისგან შედგება და საერთო ჯამში 1.5 მილიარდი აშშ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
სხვა სიახლეები
03.10.2025.11:22
წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.