ჩვენთვის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული კომპანიების ჩამოყალიბება - რევაზ სოხაძე
ჩვენი სამინისტროს წარმატებად არ ჩავთვლით მხოლოდ იმას, რომ ხარისხიანი და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს, ჩვენთვის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა და ჩამოყალიბება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი კომპანიები ის წინაპირობა რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ შეგვეშინდება არანაირი პროექტის დაწყება და განხორციელება.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენს სამინისტროში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამშრომელს, სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლებს, რომელთაც მართლაც არაორდინარურ პირობებში უწევთ დღეს მუშაობა. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ჩვენი სამინისტროს მიმართულებით. ეს არის სისტემური ცვლილებები რაც აუცილებელია - გარკვეული ანალიზი ჩავატარეთ თუ რატომ იყო ის პრობლემები, რომელიც ამ სექტორში დაგვხვდა და შესაბამისად ახლა ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომ ამ მიმართულებით გამოვასწოროთ სიტუაცია, ახალი მეთოდები, ახალი მიდგომები დავნერგოთ, რაც საბოლოო ჯამში მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენ ამ სექტორს გაგიჯანსაღებთ და სახელმწიფოს ექნება საშუალება, რომ ძალიან ბევრი პროექტი განახორციელოს. ეს არის გარდამავალი პერიოდი, რომელიც საკმაოდ რთულია - ყოველთვის სირთულეებით ხასიათდება ბევრი პრობლემა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემას ნელ-ნელა გავუმკლავდებით და უკვე მომავალი წლიდან საერთოდ აღარ მოცემულობაში მოგვიწევს მუშაობა.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სამინისტროს წარმატება, ჩვენ პირადად, სამინისტრო და მთავრობა არ ჩავთვლით მხოლოდ იმას, რომ ხარისხიანი და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს, ჩვენთვის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული კომპანიების შექმნა ამ ბაზარზე და ჩამოყალიბება ამ ბაზარზე - ეს იქნება საგზაო მიმართულებით თუ სამშენებლო მიმართულებით. ძლიერი კომპანიები ეს არის ის გარანტია, ის წინა პირობა, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არ შეგვეშინდება არანაირი სირთულის პროექტის დაწყება და განხორციელება და ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს არის. კომპანიებსაც გარკვეულწილად მათაც უწევს დღეს ახალ რეალობასთან, ახალ მიდგომებთან გამკლავება, თუმცა მე იმედი მაქვს რომ ჩვენი მხარდაჭერით და გვერდში დგომით - ჩვენ ყველა კომპანიას ვუყურებთ, როგორც პარტნიორს და ჩვენ გვინდა, რომ მათ მოახერხონ თავისი პრობლემების მოგვარება და შემდგომში, მათი პრობლემების მოგვარების შედეგად ეს ყველაფერი აისახოს იმ პროექტებზე, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი არის თეთრ სიასთან მიმდინარე პრობლემები, რომელიც უნდა ითქვას რომ იყოს მავნე პრაქტიკა ჩამოყალიბებული. თეთრ სიაში მოხვედრა საკმაოდ ადვილი პროცედურა არის და იმის შემდეგ, რაც კომპანია ხვდებოდა თეთრ სიაში მას გარკვეული ბენეფიტები ჰქონდა. ეს შეეხებოდა ძირითადად ავანსის ნაწილში, გარანტიები ნაწილში. ჩვენ ვაძლევდით კომპანიებს ავანსს, ოღონდ უზრუნველყოფის სახით მხოლოდ ნახევრის გარანტიას ვთხოვდით, რაც საბოლოო ჯამში იწვევდა იმას, რომ გარკვეული თანხები იყო არაუზრუნველყოფილი, რაც საკმაოდ დიდი რისკის შემცვლელია სახელმწიფოსთვის. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა აქტიური კომუნიკაცია სამშენებლო კომპანიებთან და გარკვეულწილად შევჯერდით ახალ მოდელზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, ეტაპობრივად ამ მიმართულებით სიტუაცია შეიცვლება და 2029 წლიდან ჩვენ საერთოდ ახალ მოდელზე გადავალთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი მიმართულება, რომ ჩვენ გავამკაცრეთ ხარისხთან დაკავშირებით მიდგომები, გამკაცრდა ვადებთან დაკავშირებით მიდგომები, თუმცა ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ კომპანიების მოსაზრებები და რა თქმა უნდა ეს ლოგიკური იყო, მათ შორის ფასწარმოქმნის თემასთან დაკავშირებით, როდესაც ხდებოდა გარკვეულწილად არასწორი, არარელევანტური ფასებით ტენდერების გამოცხადება. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფასების ფორმირებაში თავად იქნება ჩართული, რომ საბაზრო ფასით მოხდეს ტენდერის შეფასება. ხშირად მოგისმენიათ, პრემიერიც, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ხარჯეფექტურობაზე, თუმცა ხარეფექტურობაში არ იგულისხმება ის, რომ ჩვენ გვაქვს იმისი ილუზია, რომ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასად შეიძლება რაიმე გააკეთო ან ააშენო ხარისხიანად. აქ საუბარია, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ გადავიხადოთ საბაზრო ღირებულების, რა თქმა უნდა კონკურენციის შედეგად იმედი გაქვს ყველაზე მინიმალური, მაგრამ საბაზრო ფასი სახელმწიფო ტენდერებში. და ზუსტად, ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, როდესაც დღეს უკვე სხვა ფორმულით, სხვა მექანიზმებით ხდება ფასის დადგენა.
დღეს აქტიურად არის ამ პროცესში სამხარაულის ბიურო ჩართული, მათი მონაწილეობით ხდება ეს პროცესი და ვფიქრობთ, რომ ესეც არის ერთ-ერთი გაჯანსაღების მიმართულება - კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც მუდმივი კონსულტაციები გვაქვს, მათ შორის სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან, ეს იქნება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია თუ სხვა.
მეორე მიმართულებაა სამშენებლო ნორმები, ამ მხრივაც დავიწყეთ აქტიური მუშაობა. ეკონომიკის სამინისტროა ამაში აქტიურად ჩართული და ჩვენ უკვე მომავალი წლის ბოლოდან გადავალთ ევრო ნორმებზე, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის სწორი, რომ დღეს მშენებლობაში საქართველოში ძირითადად გამოიყენება 80-იანი წლების ნორმები. ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად შესაცვლელია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად ის პროდუქტი მივიღოთ, რა პროდუქტიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
ეს გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად არის გამოყენებული იმისთვის, რომ ზოგადად პროცესის სწორად გაანალიზების და დანახვის შემდგომ მთავარი გამოწვევა რაც იყო, ეს იყო არასწორი პროექტები. თქვენ იცით, რომ დიზაინბილდის მეთოდით ტენდერების ჩატარება, რაც მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა ეს უნდა იყოს გარკვეულწილად სპეციფიკური მიმართულებები, სადაც სხვა ალტერნატივა უფრო სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ამან მიიღო სისტემური ხასიათი და ყველა ნებისმიერი ტენდერი ცხადდებოდა დიზაინბილდით. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და დღეს მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. მინდა აღვნიშნო, რომ ის ნაბიჯები რაც ჩვენ გადავდგით, მაგალითად კონკურსების მხრივ - ყველა პროექტთან დაკავშირებით ვაცხადებთ არქიტექტურულ პროექტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთის მხრივ რომ ჩვენ ხარისხიანი პროექტი მივიღოთ, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ამ პროექტების განხორციელება გონივრულ დროში იქნება შესაძლებელი. იმიტომ, რომ ნაკლები ხარვეზი იქნება, ნაკლები გადაცდომა იქნება. რაც პროცესში იწვევდა ხოლმე დროის გადავადებას, და ამასთანავე მნიშვნელოვანი სექტორი, რაც არის არქიტექტურა, ქართული არქიტექტურა ამ სექტორის გამოცოცხლება გამოიწვია, გაძლიერება გამოიწვია. საკმაოდ დიდი ინვესტიცია გამოდის, რასაც ჩვენ ვდებთ დღეს ამ სექტორში. ნებისმიერი სექტორის გაძლიერება საბოლოო ჯამში ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს ნიშნავს. რაც უფრო ძლიერი არქიტექტურული კომპანიები იქნება ჩვენს ქვეყანაში და ისინი აქ იქნებიან ჩართულნი აღმშენებლობის პროცესში რა თქმა უნდა რაღაც მომენტში ეს კომპანიები გახდებიან საექსპორტო პოტენციალის მატარებლები. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ძლიერი, გამოცდილი არქიტექტორები სხვა ქვეყნებში დააპროექტებენ ძალიან საინტერესო ობიექტებს. თავიდან არქიტექტორები ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი, თუმცა დღეს არის ძალიან დიდი მათი ჩართულობა, თითოეულ პროექტზე არის 8-10 კონკურსანტი. და საკონკურსო კომისიას უჭირს გადაწყვეტილების მიღება იმდენად მაღალი ხარისხის პროექტები გვაქვს და მგონია, რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
სხვა სიახლეები
მომავალ წელს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობას დავიწყებთ - ინფრასტრუქტურის მინისტრი
12.12.2025.11:40
აქტიურად ვმუშაობთ 11 წლიან სტრატეგიულ გეგმაზე და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული, მათ შორის მომავალ წელს, იქნება ამ გეგმიდან გამომდინარე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად დაიწყებს სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ასევე წლის ბოლომდე გაიხსნება რამდენიმე საგზაო მონაკვეთი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 11 წლიან სტრატეგიულ გეგმაზე და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული, მათ შორის მომავალ წელს, იქნება ამ გეგმიდან გამომდინარე. ერთის მხრივ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის აშენებას ჩვენს მუნიციპალიტეტებში იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დაბაში, სოფელში, მუნიციპალიტეტში მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ამ სერვისებთან და ჩვენ აუცილებლად უახლოესი წლების განმავლობაში უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტები სრულად იქნება ამ სერვისებით დაფარული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და სერიოზული გამოწვევაა დღეს ჩვენთვის სასკოლო ინფრასტრუქტურა და იცით, რომ განათლების რეფორმა რომელიც დაანონსდა ამ ფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სასკოლო ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პრობლემები და ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში ეს პრობლემები გადავჭრათ და აქტიურად დავიწყოთ ახალი ტალღა სკოლების მშენებლობის. საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით მნიშვნელოვანია, იმ პროექტებს, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ მომავალი წლიდან, ეს არის თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აქტიურად დაიწყება მომავალ წელს. 5 ლოტია ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს არამხოლოდ ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის კუთხით არის მნიშვნელოვანი, არამედ თბილისშიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მიმართულებით არსებულ პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კახეთის მიმართულებით გაგრძელდება მაგისტრალის მშენებლობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში შემდეგი ლოტიც გაიხსნება, ეს არის საგარეჯო-ბადიაურის. ასევე უახლოეს დღეებში, რიკოთის მონაკვეთი, რომელიც დღეს ორმხრივად არის ასევე მოხდება ამ მონაკვეთის გახსნა. გურიაში მოხდება 8 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა ასევე უახლოეს დღეებში. და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ბათუმამდე ჩასვლა ჩვენ ძალიან კომფორტულად და მცირე დროში შეგვეძლება. და ასევე შიდა სახელმწიფოებრივი გზების მიმართულებით ჩვენ აქტიურად დავიწყებთ პროექტების განხორციელებას. ვარაუდობთ, რომ 400 კმ-ზე მეტ ახალ, რეაბილიტირებულ გზას შევძლებთ, რომ მომავალ წელს ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს ამ ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.