მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს, უარი გვითხრეს დახლების თანხის გადახდაზე, იმიტომ რომ დახლების 90% უკვე გაყიდულია, ძირითადი მფლობელები ამ დახლებისა არიან სადისტრიბუციო კომპანიები, ჩაკეტილი წრეა - კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი

news image

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც მის კომპანიას სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან დახლზე მოსახვედრად აქვს.

იოსებ მაჯავიძის განცხადებით, ქსელური სუპერმარკეტების დახლების თითქმის 90 % უკვე გაყიდულია და ახალ კომპანიას მასზე პროდუქციის განთავსების საშუალება არ აქვს. დახლები კი ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიების მიერაა შეძენილი.

„სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს ტკბილი სიტყვით, რომ „ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა.“ მიზეზი იყო ის, რომ არ იყიდება იმ რაოდენობით, რომ ეს ჩვენთვის იყოს მომგებიანი. როცა ჩავყევით დეტალებში და ვუთხარით, რომ მოდით გადავიხდით დახლის თანხასაც, ყველა ამ გადასახადებში შემოგყვებით, უარი გვითხრეს იქიდან გამომდინარე, რომ დახლების თითქმის 90% უკვე გაყიდულია, ანუ ახალი კომპანია რომ შევიდეს რომელიმე ქსელში და მოითხოვოს დახლის შეძენას, სადაც განათავსებს თავის პროდუქციას უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ გაყიდულია. ძირითადი მფლობელები ამ დახლების ქსელებისა არიან ისევ და ისევ სადისტრიბუციო კომპანიები, ანუ ჩაკეტილი წრე გამოდის. ჩვენ მივდივართ სადისტრიბუციო კომპანიასთან და ვეუბნებით, რომ მათ დაახლოებით 10-15 000 მაღაზიას ფლობენ და შეუძლიათ რომ რეალიზაცია მოახდინონ ნებისმიერ მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას ვიძახი იქ უკვე სადღაც 40-დან 55 %-მდე გვიძვირდება უკვე ჩვენი პროდუქციის ფასი. არ მივდივართ და ვთქვათ ჩვენ თვითონ ვახდენთ რეალიზებას, ურთიერთობას სუპერმარკეტთან და იქ უბრალოდ არ ვართ წარმოჩენილები იმ დონეზე, რომ უბრალოდ პროდუქცია გაიყიდოს. რეკლამის გაკეთებასაც აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ გადაყრილი თანხებია მხოლოდ და მხოლოდ,“- განაცხადა იოსებ მანჯავიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.04.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1800 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0281 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა