ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაცია - მიხეილ ჯაფარიძე
საყოველთაო ჯანდაცვა კომპონენტია ყოფა-ცხოვრებაში და თუ სადაზღვევო კომპანიები თავის გამოცდილებას გაუზიარებენ სისტემას, საბოლოო ანგარიშით ის მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლება მოხმარდება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიის დასრულების შემდეგ სს „არდი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ გააკეთა.
მისი თქმით, „არდი“ ამისთვის მზად არის.
„ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა იყო ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაცია. რა რესურსი აქვს და რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ არსებულ ჯანდაცვის სისტემაში სადაზღვევო კომპანიებმა გარკვეული ტიპის მონაწილეობა და კონტრიბუცია მიიღონ, რითაც სისტემა უფრო ეფექტური გახდება, უფრო წინ გადადგამს ნაბიჯს. დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა კომპონენტია ყოფა-ცხოვრებაში და თუ სადაზღვევო კომპანიები რაიმე კუთხით თავის ცოდნას, გამოცდილებას, თავის ინფრასტრუქტურას გაუზიარებენ სისტემას, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება, საბოლოო ანგარიშით მოხმარდება მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლებას მხოლოდ და მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, რომ მსგავსი ტიპის ცოდნა გავაზიაროთ და შემდეგ უკვე მომავალი გვანახებს როგორ განვითარდება თანამშრომლობა“ - განმარტა სს „არდი დაზღვევის“, გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დისკუსიის თემა „ ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში | შესაძლებლობები და გამოწვევები " იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სს „არდი დაზღვევის“, გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
სხვა სიახლეები
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
13.02.2026.15:00
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2026 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი (10,0%), რესტორნები და ღამისთევის მომსახურება (9.4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (9.1%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (2.8%), ჯანმრთელობა (8.2%), დასვენება, სპორტი და კულტურა (5,3%), დაზღვევა და საფინანსო მომსახურება (2,8%), განათლება (2.3%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (00.00%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (-5.0%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,1%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-0,5%), ტრანსპორტი (-0,4%)
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.