საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ თითოეული ეტაპი ტურბულენტობის და სირთულის გარეშე იქნა გადალახული - მიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი სირთულეების გარეშე წარმატებით იქნა გადალახული.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე რეფორმა მასშტაბური და კომპლექსურია.
„რეფორმა პრინციპში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს იმდენად მასშტაბური, იმდენად დიდი რეფორმაა, რომ აქ ბუნებრივია, რომ ასე ერთბაშად შედეგების ქონა შეუძლებელია. თუმცა გარკვეული ეტაპები წარმატებით გავიარეთ, ეს უნდა ვთქვათ როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც ანონსი იყო გაკეთებული და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპებიც ასევე უმტკივნეულოდ წარიმართება. საკმაოდ დიდი და რთული ცვლილებებია და მიხარია, რომ ამ დრომდე რაიმე ტურბულენტობის და სირთულის გარეშე იქნა გადალახული ეს თითოეული ეტაპი. იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ჩვენ გვაქვს ამოცანად გარკვეული ტექნოლოგიური განვითარება იმიტომ, რომ აქ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია მონაცემების, თუმცა ამას სჭირდება ინტეგრირება კერძო სტრუქტურებშიც, იმიტომ რომ სახელმწიფო არ არის ერთადერთი მიმწოდებელი პირველადი ჯანდაცვისა. მოგეხსენებათ, რომ აი ჩართულია ამაში იგივე სადაზღვევო სექტორის მიმართულება, ვისაც ინტერესი აქვს ზოგადად იგივე კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ასე შემდეგ. ყველგან ბუნებრივია ეს მონაცემების მონაცვლეობა არის უკიდურესად დიდი მნიშვნელობისა. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა შეიძლება იყოს თუ ეს სისტემა არ იქნება დახვეწილი. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ გვჭირდება, რომ თითოეული გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიღებული და შემდგომ მისი აღსრულებაც ხორციელდება თუ არა იმ ჩანაფიქრისა და იდეის მიხედვით, ეს რა თქმა უნდა უნდა კონტროლდებოდეს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია
03.04.2026.17:00
საქართველოსა და კვიპროსს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა მზარდია. საქართველოდან კვიპროსში იმპორტი 2329%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან კვიპროსში 3 827.7 ათასი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 157.6 ათასი დოლარის. საქართველოდან კვიპროსში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია. საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ორ თვეში კვიპროსში სულ 4 სახეობის პროდუქციის ექსპორტია დაფიქსირებული.
პროდუქტები, რის ექსპორტსაც საქართველო კვიპროსში ახდენს:
ექსპორტის პარალელურად მზარდია კვიპროსიდან იმპორტიც. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ თურქმენეთიდან 18 532.3 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 776.4 ათასი დოლარის. ზრდა 943%-ია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო კვიპროსიდან ყიდულობს: