სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების შესაძლებლობისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის სექტორში ოპერირებად მსხვილ კომპანიებთან, სადაც დეტალურად იმსჯელეს როგორც საქართველოში, ისე გლობალურად არსებულ მდგომარეობაზე საწვავის ფასებთან მიმართებაში.
„ერთი მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საწვავის ფასები საქართველოში საგრძნობლად ნაკლებია ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკით უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც, საშუალოდ, სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აქციზის საფასურია მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპაში.
„ამ ფაქტის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ ერთიანი ძალისხმევით რა რესურსი შეიძლება მოიძებნოს საწვავზე ფასების შემცირებისთვის" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია - Galt & Taggart-ის წარმომადგენელი
17.04.2026.17:26
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც Galt & Taggart-ის წარმომადგენელი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის სექტორში გატარებული ახალი პოლიტიკის შედეგად ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია, რასაც Galt & Taggart-ში მომართვიანობის სტატისტიკაც ადასტურებს.
„მეტი დაინტერესებული მხარეა. უფრო მეტი ინვესტორია, მეტი ფიქრობს შემოსვლას სექტორში, მათ შორის, უცხოელებიც. ამიტომ მგონია, რომ მთავრობა აქტიურობამ ენერგეტიკის სექტორის მიმართ, ინვესტორების ინტერესიც გაააქტიურა“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
მისი განმარტებით, ახალი გუნდის პირობებში კომუნიკაცია უფრო გახსნილი გახდა და შეხვედრებს შორის პროგრესი აშკარად შეინიშნება.
„ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ახალი მმართველობა ბევრად უფრო ღიაა შეხვედრების მიმართ. პირადად არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც პირდაპირი კომუნიკაცია ხდება. რაც მთავარია, ვხედავთ შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესს - წინა შეხვედრებზე დაფიქსირებულ გამოწვევებზე შემდეგში უკვე გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული ან გადაწყვეტილებები არის მიღებული“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარდგენილ 10 წლიან სტრატეგიას, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ამ გეგმას სექტორი დიდი ხანია ელოდებოდა.
4000 მგვტ-ის გაცხადებული პოლიტიკა ბევრისთვის პასუხი არის შეკითხვებზე. ვუყურებთ, რომ დაახლოებით ამდენი სიმძლავრე შევა სისტემაში, ამდენი გენერაცია გვექნება და იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი, რომელიც წლიურ ჭრილში დღეს 26%-ს შეადგენს, მზარდი მოხმარების პირობებშიც კი ეტაპობრივად შემცირდება,“ - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.