მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

სახელმწიფოს ზედამხედველობის ფუნქცია გააჩნია - შოთა ბერეკაშვილი Eagle Hills-ის პროექტის მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე

news image

„ეს არის უნაკლო პროექტი და აქ უარყოფითი ტენდენციები ვერ იარსებებს,“ - აცხადებს საქართველოში Eagle Hills-ის პროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავითარი საინვესტიციო ვალდებულება არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების დროს Eagle Hills-ი არის პასუხისმგებელი საინვესტიციო ნაწილში.

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის არაერთი მოდელია მსოფლიოში და ეს ცნობილია სახელმწიფო კაპიტალიზმის სახით. ამ მოდელს განვითარებული ეკონომიკები იყენებენ აშშ-დან დაწყებული - ნორვეგია შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად. ასევე სინგაპური არის კარგი მაგალითი. სინგაპურის მაგალითზე სახელმწიფო და კერძო კაპიტალის წარმატებულმა შერწყმამ გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში უმსხვილესი კორპორაციები შევიდნენ და ის აზიის საინვესტიციო ჰაბად გადაიქცა. ახლა სინგაპურის ეკონომიკა დაახლოებით 550 მლრდ დოლარია და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 90 ათასი დოლარია - ჩვენს შემთხვევაში არის 10 ათასი დოლარი. 9-ჯერ დიდია. სახელმწიფო კაპიტალიზმს აღნიშნული ქვეყნებისთვის სიკეთის გარდა არაფერი მოუტანა.

აქაც ასეთ მოდელთან გვაქვს საქმე, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთიანდება, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელონ. რისკების თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას არავითარი საინვესტიციო ვალდებულება არ აქვს, არავითარი ოპერირების ვალდებულება არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროექტის განხორციელების დროს Eagle Hills-ი არის პასუხისმგებელი საინვესტიციო ნაწილში - ანუ კაპიტალით სრულად დაფინანსებაზე, ხოლო ოპერირების ნაწილში ასევე ის არის პასუხისმგებელი, რომ წარმატებით განახორციელოს ოპერირება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ზედამხედველობის ფუნქცია გააჩნია და ასევე დივიდენდების სახით მოგებიდან მიიღოს შემოსავალი. ეს არის უნაკლო პროექტი და აქ უარყოფითი ტენდენციები ვერ იარსებებს,“ - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 10 კომპანია 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით

11.12.2025.17:00

2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 64.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 25.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.7 პროცენტით მეტია.

Business Insider Georgia-მ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოივა, რომელთაც 2025 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ბრუნვა დააფიქსირეს.

ბიზნეს სექტორის TOP 10 საწარმო, 2025 წლის III კვარტლის ბრუნვის მოცულობის მიხედვით:

სს ნიკორა ტრეიდი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/08/2006, ხოლო მმართველობის ორგანო არის სამეთვალყურეო საბჭო: თავმჯდომარე/წევრი - ვასილი სუხიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი - ტარას ნიჟარაძე, წევრი - ირაკლი ბოქოლიშვილი, წევრი - გია პეტრიაშვილი, წევრი - ირაკლი ნიკოლაიშვილი, წევრი - ვასილ ტარადინი, წევრი - ოლეგ გუბანოვი. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია თემური ალექსანდრია.

შპს ასვლა: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/11/2020. კომპანიის დირექტორი - არჩილ გიორგაძე და ცვეტან ბოგდანოვ სტოილოვ. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ენგური ვენჩერს ლიმიტედ.

შპს ბეთლაივი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 25/03/2013, ხოლო მისი დირექტორი არის თეიმურაზ კოპალეიშვილი. კომპანიაში 3%-იან წილს ფლობს თამაზ ხარაიძე, 71%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარი, ხოლო 20%-ს ნანა ჯანაშია.

შპს ევროპაბეთი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 18/11/2009. კომპანიის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა: დირექტორი: მაია კოპინაძე, დირექტორი: კრისტიან სალიბა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Betsson Perch Investments AB, 559016-1484 /შვედეთი/.

შპს ეი ბი ჯორჯია: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/12/2014. მისი დირექტორია კოკა ჯაში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ატლას ჰოლდინგსი.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2004. მისი აღმასრულებელი დირექტორია ალექსანდრე ჩადუნელი, ხპ;პ დირექტორი ალექსანდრე ვეკუა. კომპანიის 27.225%-ს ფლობს გიორგი გულაშვილი, 27,9%-ს ლევან სურგულაძე, 34.875%-ს გიორგი სურგულაძე, ხოლო დარჩენილ 10%-ს დავით გულაშვილი.

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 29/02/2016, ხოლო მისი დირექტორი აკაკი შუბითიძე.კომპანიაში 15%-იან წილს ფლობს აკაკი შუბითიძე, 40%-ს ქართლოს დიასამიძე, 30%-ს ბესიკ ხოკერაშვილი, ხოლო 15%-ს დავითი ჩხიტუნიძე.

შპს მარსი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/05/2015 - დირექტორთა საბჭო: დირექტორი ირაკლი ხვედელიანი, დირექტორი/წევრი: ბეჯეი პატელი,  დირექტორი/წევრი: ჯაბა პეიტრიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯია.

შპს ორი ნაბიჯი: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 17/08/2009, მისი გენერალური დირექტორია არჩილ მელიქაძე, ხოლო დირექტორი შოთა გიორგაძე. კომპანიის 33.34%-იანი წილის მფლობელია გოჩა ცქიტიშვილი, 33.33%-ის გიორგი ჩხეიძე, ხოლო 33.33%-ის კახა ბექაური.

შპს ფულ ჰაუსი: კომპანიის რეგისტრაციის ტარიღია 31/03/2016. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თემურ მიქელაძე,  წევრი: გურამ დოლიძე, წევრი: ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ. კოპანიის დირექტორია გია დუმბაძე. კომპანიის 35%-იანი წილის მფლობელია თემურ მიქელაძე, 2,5%-ის გურამ დოლიძე, 2,5%-ის ზურაბ ერქომაიშვილი, 2,5%-ის ბაკურ ხარჩილავა, 2,5%-ის გიორგი ბარნაბიშვილი, 16.67%-ის გიგი ლევაი-ვეის, 2,5%-ის მიჰალი გლოვაცკი, 2,5%-ის კლაუს გემალ რასმუსსენ, 16.67%-ის ნორბერტ ფრანც, ხოლო დარჩენილი 16.66%-ის მანფრედ ბოდნერი.

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

2025 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.5 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 18.0 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.1 პროცენტი, საშუალოზე — 23.2 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 30.8 პროცენტი

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა