სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების დაწყება იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის ახორციელებს. მისი თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა „ალიბაბას" შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, რომელიც ქართული საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, პრემიალურ კატეგორიაში განთავსებას გულისხმობს, მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის.
„საქართველოს მთავრობის მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ექსპორტის ხელშეწყობა. წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხარეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელი ჩამოყალიბდა იმ პროგრამებისა და ხელშემწყობი ინსტრუმენტების, რომლებსაც, ძირითადად, პლატფორმის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენს ექსპორტიორებს ვთავაზობთ - ეს არის გამოფენებში მონაწილეობა, ტექნიკური დახმარებები, საგრანტო პროგრამები თუ სხვადასხვა სახის ტრენინგები. ამ ეტაპზე ვაფართოებთ იმ სპექტრს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ექსპორტიორებისთვის და ისინი Alibaba.com-ზე პროდუქციის განთავსებას შეძლებენ" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
Alibaba.com-ზე, პირველ ეტაპზე, 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით - ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.08.2025.17:45
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა. სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. ამასთან, სააგენტოს შეფასებით ქვეყნის ზომიერი სახელმწიფო ვალის დონე, ძირითადად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (IFIs) დროული შეღავათიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ასევე მხარს უჭერს რეიტინგს.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მყარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი იყო, ხოლო სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა.
სარეიტინგო სააგენტო S&P-მ შესაძლებელია მოახდინოს რეიტინგის დადებითად გადახედვა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თუკი საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გადააჭარბებს მათ ამჟამინდელ მოლოდინებს და შემცირდება პოლიტიკური გაურკვევლობა.
,,2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკა კვლავ აფიქსირებს 8.3%-იან ზრდას წლიურად, რაც ძირითადად კერძო მოხმარებით არის განპირობებული. სექტორულ ჭრილში მიღწეული მაჩვენებლები ფართომასშტაბიანი იყო, რომელი თვალსაზრიისთაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმი; ტრანსპორტი; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მშენებლობა - რაც ასახავს მომსახურებისადმი მდგრად მოთხოვნას. მოსალოდნელზე ძლიერი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედეთ სრული 2025 წლის ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ზრდა შენელდება 5.2%-მდე 2026 წელს და 4.7%-მდე 2027 წელს", - წერს სარეიტინგო სააგენტო S&P.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები შედარებით გონივრულია რეგიონულ კონტექსტში, რასაც მხარს უჭერს წარსული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
გარდა აღნიშნულისა, სარეიტინგო სააგენტო S&P 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს: ,,2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით - „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.9% მოიპოვა; ხოლო 2024 წლის დეკემბერში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, 300-წევრიანი ამომრჩევლის კოლეგიიდან 224 ხმით აირჩიეს ", - აღნიშნულია რელიზში.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრულ ფისკალურ მართვასთან ერთად, ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის დაბალი და მართვადი დონის შენარჩუნებას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკის კურსს. ,,ნეტო შესყიდვებმა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა ბოლო თვეებში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა მყარმა შემოსავლებმა და უწყვეტმა ფინანსურმა ნაკადებმა", - აღნიშნავს S&P.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინით ინფლაცია პიკს წლის ბოლოს მიაღწევს და 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი 3.7%-ს გაუტოლდება - ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს.