სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და ეფექტურია - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2025 წლის 6 თვეში ტურიზმიდან მიღებულ რეკორდულ შემოსავლებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება. როგორც მარიამ ქვრივიშვილი წერს, რეკორდული მაჩვენებლები სწორი პოლიტიკის, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მარკეტინგული კამპანიების წარმოების შედეგია.
„სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა სწორი და ეფექტურია, მათ შორის ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა და პირდაპირი რეისების დამატება, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მარკეტინგული კამპანიების წარმოება, რამაც განაპირობა 2025 წლის იანვარ-ივნისში რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან“, წერს მარიამ ქვრივიშვილი.
2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.
2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.20:50
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან ერლან აკენჟანოვთან, რომლის დროსაც მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყაზახეთის ენერგორესურსების, განსაკუთრებით, ნახშირწყალბადების ევროპაში ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით.
აღინიშნა, რომ ყაზახეთი ახორციელებს ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებას როგორც ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენით, ისე ბათუმის ნავთობ ტერმინალის მეშვეობით - მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, იგეგმება 1,5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება.
ითქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რათა ყაზახეთმა მეტი ნახშირწყალბადის ტრანსპორტირება მოახდინოს საქართველოს სატრანზიტო დერეფნით და ამ მიზნით, მზადაა, განიხილოს ყაზახეთის მხარესთან პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ე.წ. „მწვანე" ელექტროენერგიის წარმოებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით. ყაზახეთი დაინტერესებულია, ევროპის ბაზარს მიაწოდოს „მწვანე" ელექტროენერგია და ამ მხრივ, განიხილავს საქართველოს გადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ენერგოსექტორში ყაზახური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.
შეხვედრა ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას დაეწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი მესხელი.