მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

სახელმწიფო ქონების 2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 101%-ით შესრულდა

news image
mbc image

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წლის პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 101.41%-ით შეასრულა. აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების  შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ  ჯამში  44 517 925 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 43 900 000 ლარს შეადგენდა.

საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 202 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდული ქონებების ოდენობამ ჯამში 133 ობიექტი შეადგინა.

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. პირველი კვარტლის მონაცემებით,  გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 3 766 866 ლარი შეადგინა, ხოლო გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა 6 509-ს უტოლდება.

ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა. პორტალზე რეგისტრაცია და ელექტრონული აუქციონის ფორმატში საკუთარი სარეალიზაციო პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა

12.11.2026.20:46

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს (სსფ) შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ზრდის მაღალ დინამიკას.

აღინიშნა, რომ ეფექტიანობის გაზრდისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, „აწარმოე საქართველოში“ გარდაიქმნა ინვესტიციების სააგენტოდ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციად, რომელმაც ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანა კერძო სექტორის დაფინანსების ინსტრუმენტები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების დინამიკა და სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტზე, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და სსფ-ს მისიის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა