მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან - პრემიერი

news image

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში, ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.

„ძალიან მარტივადაა საქმე - სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისათვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა, სწორედ, მათ ჩააგდეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება,“- განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს

01.08.2025.19:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ დაბი პორტს გრუფის" რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზ ალშამსის შეხვდა.

საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორშითანამშრომლობაზე, მათ შორის, "თბილისის მშრალი პორტი"-ს პროექტის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისის მშრალი პორტი", ხელს უწყობს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის მეტად პოზიციონირებას რეგიონული მასშტაბით, აგრეთვე შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „თბილისის მშრალი პორტის" შემდგომი განვითარება. პროექტის უმსხვილესი ინვესტორია „აბუ დაბი პორტს გრუფი". აღინიშნა, რომ პროექტის განვითარება 3 ფაზას მოიცავს 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დასრულებულია და ფუნქციონირებს პირველი ფაზა, რომელშიც 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა.    

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაყოფიერ თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებამ  - აღნიშნული შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს პრეფერენციული ტარიფით ექსპორტის განხორციელებას საშუალებას აძლევს, რაც ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაზე პოზიტიურად აისახა. ასევე საუბარი წარიმართა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა და სხვ.

შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა