მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

სახელმწიფო ამცირებს ფინანსურ რისკებს „თეთრი სიის“ ახალ მოდელზე გადასვლით - რევაზ სოხაძე

news image

„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ დავიწყეთ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები ე.წ. ‘’თეთრი სიის’’ მექანიზმის განახლებისა და გაჯანსაღების მიმართულებით, და საბოლოოდ მივედით შეთანხმებამდე,“ – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, „თეთრი სიის“ სისტემა თავდაპირველად ბიზნესის წასახალისებლად შეიქმნა, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა მექანიზმად, რომელიც ცალკეულ კომპანიებს არასამართლიან უპირატესობას აძლევდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხები და ისინი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს.

,,დღეს უკვე შევჯერდით „თეთრი სიის“ ახალ მოდელზე, რომლის თანახმადაც: 2026 წელს – ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით; 2027 წელს – 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; ხოლო 2029 წლიდან ამოქმედდება გადამუშავებული მოდელი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს „თეთრ სიაში“ მოხვედრისთვის და შესაბამის პრეფერენციებს”-განაცხადა სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანია სახელმწიფო რისკების შემცირება, ხარისხზე ორიენტაციის გაძლიერება და სამართლიანი კონკურენციის გარემოს შექმნა სამშენებლო სექტორში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის ფარგლებში, 6-დან 9 თვემდე პერიოდში მშენებლობის პროცესი დაიწყება - პრემიერი

30.10.2025.02:13

ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საშუალო ზრდა არის ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ამ 4 წლის განმავლობაში. 
 
„წელსაც მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ, 7.9%. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი. ძალიან მაღალი რანგის,  საინტერესო სტუმრები გვყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის პროცესის დაწყება უკვე ოფიციალურად და ახლო მომავალში დაიწყება  მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება. ეს ინვესტიციაც დამატებით წაახალისებს ეკონომიკის ზრდას. პერსპექტივები გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა