მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა დადებითად შეფასდა - ლევან დავითაშვილი

news image

ევროკავშირიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მაღალი რანგის პოლიტიკური წარმომადგენლების დელეგაციის ვიზიტი და საქართველოსთვის გადახდილი მადლობა იყოს იმის დადასტურება, რომ ჩვენ მჭიდროდ და ეფექტიანად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის, აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯიმ ო'ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის კუმარ აიერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული დადებითი შეფასებების კომენტარისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, დადებითი შეფასებებით სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი ნაბიჯები.

„ჩვენ რასაც ველოდით, ეს დადასტურდა ჩვენი სტუმრების მხრიდან. მათ აღიარეს, კონკრეტულად შეაფასეს და მკაფიო განცხადებები გააკეთეს იმ პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შედეგად, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ სამადლობელი სიტყვები. საქართველო არის პარტნიორთა მნიშვნელოვანი მოკავშირე. იცით, რომ უშუალო საზღვარი გვაქვს რუსეთთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ამ კუთხით ჩვენი  პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დადებითი შეფასებების ფონზე ოპოზიციის განცხადებები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ოპოზიციას აქვს მკაფიო მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ქვეყნის წარმატების ხელის შეშლის და ეს პოზიციები მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტთან მიმართებაშიც გამოიკვეთა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას არ უხარია ქვეყნის წარმატება და პროგრესი. ის დადებითი შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ოპოზიციისთვის მტკივნეული აღმოჩნდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ორი დღის განმავლობაში ძალიან დეტალური სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა დელეგაციის წევრებთან, რომელთაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის რისკების შემცირება, ზოგადად სანქციების აღსრულების პროცესი და ამ პროცესში რამდენად მჭიდრო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან - როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან.

მისივე განცხადებით, პერიოდულად ხდება ხოლმე პარტნიორებთან ინფორმაციის გაზიარება, ურთიერთგაცვლა, მათ შორის კომპეტენციის გაზრდის კუთხით, რაც თანამშრომელთა დატრენინგებას გულისხმობს.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. „ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ", - აღნიშნა მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის" პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი - მარიამ ქვრივიშვილი:

18.11.2025.10:05

„არის კითხვები, თუ რატომ, შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის" პროექტისთვის - სახელმწიფოს ინტერესი იყო,  შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა,  ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის  ტერიტორიას, რომლებიც  მრავალი  წელია ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე -  ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მოცულობის საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას, რომლებიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს. 
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის დროს და ამ დელეგაციის წევრი იყო მოჰამედ ალაბარიც, რომელიც კომპანია „იგლ ჰილსის" მფლობელია. 
 
„ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა ყველა საკვანძო საკითხზე შეჯერება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდაზე - ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორებს, ადგილობრივ ინვესტორებს ვემუშავებით, ხდება გარკვეული ტერიტორიების პრივატიზება ან სხვადასხვა ფორმით გადაცემა იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდეს, ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, ან სექტორი, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურას განავითარებს და ა.შ. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი" - აღნიშნა მინისტრმა. 
 
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მოცულობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელწიფოს როლია, რომ სწორი ადგილი მოიძიოს, როდესაც საუბარია სახელწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე და შემდეგ გარკვეული პირობებით  ინვესტორთან ისაუბროს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა