საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, რათა ქვეყანა ბუნებრივი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს - SpaceX-ის დირექტორი
ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფანი ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრული განვითარება“ განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონში აქვს სტრატეგიული ლოკაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა ბუნებრივი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი იყოს ტრანსკასპიურ სავაჭრო მაგისტრალზე, რომელიც ორ კონტინენტს ერთმანეთთან აკავშირებს. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ქვეყანა ბუნებრივ დამაკავშირებელ რგოლად იქცა გლობალურ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი სტრატეგიული ლოკაციიდან გამომდინარე, საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში ასრულებდა რეგიონებს შორის გამტარის როლს, დღეს კი მისი გეოგრაფიული უპირატესობა ახალ მნიშვნელობას იძენს.“ - აღნიშნა სტეფანი ნელსონმა.
SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორის განცხადებით, როდესაც საუბარია საქართველოს სტრატეგიულ პოზიციაზე, აუცილებელია აღინიშნოს კომუნიკაციების კომისიის ნოვატორული როლი, როგორც ტელეკომუნიკაციების პირველი მარეგულირებელი ორგანოსი კავკასიის რეგიონში, რომელმაც Starlink-ის ლიცენზირება მოახდინა. ლიცენზირების შედეგად კი, Starlink-მა საქართველოში მოახერხა ციფრულ სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით არსებული გეოგრაფიული დაბრკოლებების აღმოფხვრა.
„ComCom-ის აქტიურმა და პროგრესულმა მიდგომამ შექმნა ხელსაყრელი გარემო ისეთი ახალი თაობის ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა Starlink და ამით მთელი ქვეყნის მასშტაბით მისცა მოსახლეობას წვდომა მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირზე. ახლა კი გაგიზიარებთ იმის მაგალითებს, თუ როგორ ხდება ComCom-ის მარეგულირებელი ხედვისა და Starlink-ის ტექნოლოგიების ერთობლიობით საქართველოში ციფრული დერეფნების შექმნა. მაღალმთიან სოფლებში, როგორებსაც მაგალითად სვანეთსა და თუშეთში ვხვდებით, სადაც ტრადიციული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ნაკლებობით ხალხმა ათწლეულების მანძილზე იზარალა, დღეს Starlink-ის მეშვეობით უკვე ხელმისაწვდომია 100-200 მბ/წმ სიჩქარის, 20 მილი წამამდე დაყოვნების ინტერნეტი,“ - განაცხადა SpaceX-ის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ მომავალი წლიდან Starlink-ს საქართველოში ახალი ბიზნეს მოდელების შექმნის გეგმები აქვს.
„მომავალში კიდევ უფრო ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, სპექტრის უფრო ეფექტურად გამოყენებიდან დაწყებული, 1 გბ/წმ-მდე სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტის მიწოდებით დამთავრებული. საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობის, სტრატეგიული ლოკაციის, ComCom-ის ინოვაციური და მოქნილი მიდგომის და Starlink-ის მოწინავე ტექნოლოგიის შერწყმა ქმნის ძლიერ საფუძველს მდგრადი განვითარებისთვის. მაღალი სიჩქარის და დაბალი დაყოვნების ინტერნეტ-კავშირის უზრუნველყოფა საქართველოს ნებისმიერ წერტილში ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც რეგიონში ციფრულ განვითარებას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.“- აღნიშნა SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა.
სესიაზე სტივენ ნელსონმა განმარტა ისიც, თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ დერეფნებს და როგორ უწყობენ ისინი ხელს ინოვაციების განვითარებას: „აღნიშნული დერეფნები თანამედროვე აბრეშუმის გზების ფუნქციას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ მყისიერ კომუნიკაციას, ხელს უწყობენ ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას, ასევე ახდენენ გლობალური ცოდნისა და ბაზრებზე წვდომის დემოკრატიზაციას. მაგალითისთვის ავიღოთ მაღალმთიანი სოფელი უშგული - ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლება. ტრადიციულად, აქ მცხოვრები საზოგადოება ციფრულად იზოლირებული იყო და მას შეზღუდული წვდომა გააჩნდა ონლაინ განათლებაზე, ტელემედიცინასა თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესმენი ხართ, რომელიც ამზადებს პრეზენტაციას; სტუდენტი, რომელიც დისტანციურად ერთვება გაკვეთილზე; თუ უბრალოდ მამა, რომელმაც შვილები უნდა გაართოს ხანგრძლივი ფრენის დროს - Starlink-ის მეშვეობით თქვენ შეინარჩუნებთ კავშირს და სწრაფად გაიყვანთ დროს.“ - განმარტა სტეფანი ნელსონმა.
მისივე მტკიცებით, აღნიშნული შესაძლებლობები არ წარმოადგენს სამომავლო მისწრაფებებს. Starlink-ის მომხმარებლებისთვის ისინი დღეს უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს არაერთ ბაზარზე. ComCom-თან მჭიდრო თანამშრომლობით კი ამ ტექნოლოგიების შემოტანა 2025 წელს საქართველოშიც იგეგმება.
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.