საქართველოს ენერგეტიკის სფეროში „აჭარ ენერჯის" მიერ 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორს დამატებით სიმძლავრეს შესძენს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის - ლევან დავითაშვილი
Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯისთვის" საქართველო და საქართველოშიარსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღოგადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციისგანხორციელების შესახებ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარენერჯი" ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციასგანახორციელებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიისხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„კომპანია „აჭარ ენერჯი" წარმოადგენს Exim Holding-ის შვილობილ კომპანიას. Exim ჯგუფითურქეთის ენერგეტიკულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაცთურქეთში 800 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე აქვს. კომპანია საქართველოში წარმატებითოპერირებს, ბოლო წლებში 2 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, 2 ჰიდროელექტროსადგური, რომელშიც 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციაგანხორციელდა. მათთვის საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატიარის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდდიდი საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, დაახლოებით, 360 მგვტ-მდე სიმძლავრისპროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელსაქტიურად იწყებს 460 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაცსაქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს დაკონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 2025 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნასშევძლებთ და შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ 360 მგვტ-ის სიმძლავრის ახალ პროექტებსგავხსნით,"- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
გასულ წელს კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ეკონომიკა, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც - პრემიერი
01.01.2026.01:38
ახალ წელს გილოცავთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საახალწლო მილოცვაში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა. გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.