მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

საქართველომ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027 წლებისთვის“

news image

საქართველომ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027 წლებისთვის“

საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ (Economic Reform Programme - 2025-2027) დოკუმენტი საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის N31 განკარგულების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

დოკუმენტი, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად წარმოადგენს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების საშუალოვადიან ჩარჩოს. დოკუმენტის მომზადებისას საქართველო მეტწილად ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) განსაზღვრულ საშუალოვადიანი დაგეგმვის მიზნებს და პარამეტრებს, რომელიც თავის მხრივ, სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, გამომდინარეობს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტიდან „ხედვა - 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“.

„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ დოკუმენტში, ასევე, ასახულია 2024 წლის 14 მაისს, ევროკომისიის მიერ მიღებული ერთობლივი დასკვნების ფარგლებში კანდიდატი ქვეყნებისათვის გაცემული რეკომენდაციების პროგრესი, საქართველოს „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2024-2026“ დოკუმენტის პირველი დოკუმენტის შეფასების საფუძველზე.

„ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.

აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად.

აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე https://mof.ge/.../23.../ERP%202025-2027_ENG_14.01_2025.pdf

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა