მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

საქართველოდან ისრაელში ექსპორტი 35%-იან ზრდას აჩვენებს

news image

საქართველოში ისრაელიდან იმპორტი 106%-იან ზრდას, ხოლო ისრაელში ექსპორტი 35%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ისრაელიდან 4,986.85 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,417.42 ათასი დოლარის. ზრდა 106,2%-ია. არსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელიდან იმპორტში ნომერ პირველი პროდუქტი ნავთობპროდუქტები, რომელზედაც ამ ქვეყნიდან იმპორტის 38%-ი მოდის

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ისრაელიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,882.36 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 563.78 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 403.76 ათასი დოლარი;
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 248.03 ათასი დოლარი;
  • ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - 245.19 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საქართველოდან ისრაელში ექსპორტს, აქ სტატისტიკაში 35.07%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ისრაელში 7,850.41 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,812.10 ათასი დოლარის. საქართველოდან ისრაელში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ისრაელში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 858.60 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 706.43 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 665.28 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 570.28 ათასი დოლარი;
  • აპარატურა გადამცემი - 487.29 ათასი დოლარი;
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენს მიმართ ნდობა გაუმჯობესდება - საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი

16.05.2025.15:00

საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა იზრდება, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საპენსიო ფონდის მიმართ ნდობას შეეხებოდა.

„ზოგადად, საპენსიო რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო რეფორმაა, თუმცა არის სავალდებულო ყველა ადამიანისთვის. თავიდან კანონი განსაზღვრავდა, რომ ამ პროექტის გაშვების დროს 40 წელს და მეტის მქონე ადამიანებს ჰქონდათ საშუალება, რომ გასულიყვნენ. ზოგადად, თავიდან ჩემი აზრით, დაკვირვებითაც ასეთი ნდობა განსაკუთრებული არ იყო ვინაიდან, ეს არის ახალი ორგანიზაცია და ამას ახლაც ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ ჩვენი ფონდის მიმართ ადამიანების ნდობა. ამაში გვეხმარება ის ფაქტი, რომ დღეისათვის დაახლოებით 20 000 ადამიანს აქვს უკვე საპენსიო დანაზოგი გატანილი. თავიდან ეს ნდობა, რომ ადამიანებს მართლა თავიანთი იყო ეს ფული და შეეძლოთ, რომ გაეტანათ ფონდიდან - არ არსებობდა და უფრო თეორიული ციფრები იყო. ახლა რაც უფრო გაიზრდება ასეთი ადამიანების რაოდენობა, ვინც გაიტანენ, ისარგებლებენ და ნახავენ, რომ აქტივები, რომელიც ინახებოდა და ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი აზრით ბრენდინგიც გაუმჯობესდება და ჩვენს მიმართ ნდობაც გაუმჯობესდება“, - ამბობს ანა ნაჭყებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა