მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ლაშა ხუციშვილი

news image

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაცია ლიდერია ამ მიმართულებით

 

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საჯარო სერვისების ციფრულ ფორმატში შეთავაზება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაცია ყოველთვის  ლიდერი იყო ამ მიმართულებით," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის  რიგით 27-ე გენერალური ასამბლეის გახსნისას.

 

წელს ასამბლეის თემატიკაა: კანონთან შესაბამისობის გამარტივება გადამხდელებისათვის,  სერვისების გაციფრულება;  საგადასახადო სისტემებისა და ადმინისტრირების ტრანსფორმაცია;  გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის  მექანიზმები;  სამართლიანი და კონკურენტული გარემო გადამხდელებისათვის; საერთაშორისო ანგარიშგების  სტანდარტის დანერგვა და ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლის დაწყება; კრიპტოაქტივების მონიტორინგი; დღგ ციფრულ სამყაროში და სხვა.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკის გაციფრულება საგადასახადო ადმინისტრაციებისგან, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მოითხოვს ეფექტიანობის გაზრდას, რათა შესაძლებელი გახდეს  რისკებთან გამკლავება.

 

„საქართველოს არასდროს შეუწყვეტია საგადასახადო სისტემის რეფორმირება. 2012-2024 წლებზე გათვლილი სამთავრობო სტრატეგია გადამხდელთა მომსახურების გამარტივებისათვის ითვალისწინებს ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას. ამგვარად, გაციფრულებას ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ ახალი სერვისების შეთავაზებისა და კანონთან გადამხდელის  შესაბამისობის გამარტივების  მექანიზმს,  არამედ როგორც გადასახადების თავიდან აცილების პრევენციის საჭირო ინსტრუმენტს, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და კონკურენტულ ბიზნესგარემოს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

 

გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა საერთაშორისო საგადასახადო სტანდარტებთან დაახლოებისთვის.

 

„საქართველო ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 2016 წელს ჩვენ ერთ-ერთი პირველი შევუერთდით "ინკლუზიურ პლატფორმას" ასოცირებული წევრის სტატუსით და ვიკისრეთ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის აღკვეთის (BEPS) პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების დანერგვა. ამასთანავე, საქართველო არჩეულ იქნა "ინკლუზიური პლატფორმის" მმართველი ჯგუფის წევრად და აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავების პროცესში", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

მან პარტნიორ საგადასახადო ადმინისტრაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება ეროვნული საგადასახადო ადმინისტრაციების შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა - Galt & Taggart

18.11.2025.16:49

2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.

„პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს. 2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022- 23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია, აქედან:

• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 16.8%-ით გაიზარდა (9 თვეში +16.7% წ/წ), რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა.

• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +11.8% წ/წ).

„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ“, - აღნიშნულია  Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში. 

2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1,821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა