მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები 38%-ით გაიზარდა - GCAA

news image

2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავიარეისების ჯამურმა მაჩვენებელმა 2873 შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მონაცემს 16.17%-ით აღემატება. ხაზგასასმელია 2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც, რომლის ზრდამ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38%-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება მგზავრთა ოდენობას, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები 613 933 მგზავრს მოემსახურა. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ჭრილში ჩაშლილი მაჩვენებლები ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430 034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 138 028 მგზავრი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 44 894 მგზავრს მოემსახურა.

2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3147.16 ტონა შეადგინა - ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.75%-ია. გასული წლის იანვართან შედარებით, 9.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. სულ, 2026 წლის პირველი თვის განმავლობაში 24 387 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 8 494 640 მგზავრს მოემსახურნენ, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წელი რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც - წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 38 218 რეისი განხორციელდა, რაც 17.5%-ით აღემატებოდა 2024 წელს განხორციელებულ ფრენებს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კი, ტვირთების მოცულობამ 38578.379 ტონა შეადგინა, რაც ასევე რეკორდული შედეგი იყო საქართველოს აეროპორტებისთვის, რადგან 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვის ზრდამ 50% შეადგინა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება - ვახტანგ ცინცაძე

09.04.2026.12:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად

„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება, ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა