მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077
0.0028
flag
AZN 1.5861
-0.0002
flag
CNY 38.671
0.0052
flag
EUR 3.1503
0.0098
flag
GBP 3.6306
0.0151
flag
KZT 52.86
0.0003
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6967
-0.0004

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25 816.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 7 291.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 11.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 18 525.2 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წელს 11 234.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.5 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქართული ღვინო უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხთან - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

13.01.2026.12:21

ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ მიმართული ყველა ინიციატივა, რომლებიც 2025 წელს დავიწყეთ, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. ამ საკითხში ჩვენსა და კერძო სექტორს შორის სრული თანხვედრაა - ერთობლივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ღვინო მომხმარებლის მიერ ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხიანთან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პრემიალურ სეგმენტში დამკვიდრება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.

მისი განცხადებით, 2026 წელს უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება.

„მიუხედავად გამოწვევებისა, რაც გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლებაში გამოიხატება, გასული წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გაიზარდა ექსპორტის მოცულობა აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მიმდინარე წელსაც, მთავარ მიზნად რჩება ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ცნობადობის გაზრდა სამიზნე ბაზრებზე“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 2026 წელს, გაგრძელდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამები. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციისპოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობებს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.

2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღონისძიებები გააქტიურდება კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა