საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალება ექნებათ ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიშსწორების ანგარიში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ანგარიშსწორება შეეძლებათ განახორციელონ ბანკების შუამავლობის გარეშე - ბექა დოჭვირი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალება ექნებათ ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიშსწორების ანგარიში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ანგარიშსწორება შეეძლებათ განახორციელონ ბანკების შუამავლობის გარეშე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა დოჭვირმა.
წამყვანმა ჰკითხა საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობაზე, კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის ანგარიშსწორებისთვის ანგარიშების გახსნაზე.
„დღეის მდგომარეობით ეროვნულ ბანკში მიმდინარეობს აღნიშნული სისტემის განახლების პროექტი და საკანონმდებლო ცვლილებებიც დაკავშირებულია ამ პროექტთან. კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საშუალება ექნებათ ეროვნულ ბანკში გახსნან ანგარიშსწორების ანგარიში, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ანგარიშსწორება შეეძლებათ განახორციელონ ბანკების შუამავლობის გარეშე. შეეძლებათ ერთი მხრივ, ბანკებზე დამოკიდებულება შეამცირონ, მეორე მხრივ თავისი ბიზნესსაქმიანობის ხარჯები დაზოგონ და ბუნებრივია, ეს ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, - აღნიშნა დოჭვირმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით - დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ | სულხან ზუმბურიძე
09.03.2026.21:15
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება. შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.
,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარიამ ქვრივიშვილთან, რომელმაც წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა ენერგეტიკის განვითარების და აქ ჰიდროსადგურების განვითარებას ძალიან დიდი როლი დაეთმო. ჩვენთვის, სექტორისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გრძელვადიანი ხედვა, თუ საით მიდის ეს განვითარება როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ისე სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით. დღეს ამომწურავი პასუხები მივიღეთ.
ის პროექტები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება განვითარდეს საქართველოში და ეს არის 4000 მგვტ-ზე მეტი შემდეგი წლების განმავლობაში, ამას კიდევ დაემატება 4500 მგვტ 2036 წლამდე. ამ მიდგომით დარგი უფრო სწრაფად განვითარდება", - აცხადებს სულხან ზუმბურიძე, „პარვუს ჯგუფის“ დამფუძნებელი.