საფრანგეთის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული უწყებათაშორისი სწავლება დასრულდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საზღვაო პორტების უსაფრთხოებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინაღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ უწყებათაშორის (ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები) სწავლებაში, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
სწავლება სახელწოდებით - „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, შავი ზღვიდან ევროკავშირამდე"გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ოლივერ კურტომ, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. სემინარი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.
აღნიშნული სწავლების ფარგლებში, მხარეების მიერ, დეტალურად იქნა განხილული ისეთი საკითხები, როგორიცაა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში არსებული პორტების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. სამუშაო შეხვედრისას, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადების მართვის კუთხით, უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის და პარტნიორი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საერთაშორისო სემინარის მონაწილეებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს წარუდგინეს ვრცელი პრეზენტაცია იმ რისკის ინდიკატორების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება.
გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა.
ღონისძიების ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კონტეინერების საბაჟო კონტროლის პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი - ირაკლი კობახიძე
სხვა სიახლეები
Eagle Hills-ის პროექტი ითვალისწინებს როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას - ირაკლი კობახიძე
26.11.2025.14:06
Eagle Hills-ის პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის კრწანისის ტყე-პარკის მოწყობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სივრცეების, მათ შორის საგანმანათლებლო, სპორტული და მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარება.
„ეს არ არის სტანდარტული დეველოპერული პროექტი, ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც წესი დეველოპერული პროექტი ითვალისწინებს კორპუსის აშენებას და ბინების გაყიდვას. ეს არ არის ამ კონკრეტული კომპანიის მიდგომა. ისინი განსხვავებულად უდგებიან ასეთი ტიპის პროექტებს, ისინი ავითარებენ მულტიფუნქციურ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სივრცის კეთილმოწყობას. სწორედ ეს განაპირობებს შესაბამისი პროექტების მაღალ ხარისხს და ამან განაპირობა იგივე დუბაის ცნობილი სასწაული, აქ არ იყო საუბარი მხოლოდ კორპუსების მშენებლობაზე, ბინების გაყიდვაზე, მთლიანობაში განვითარდა სრულიად ახალი სტანდარტის სივრცეები, უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის სივრცეები, მან შესძინა განსაკუთრებული მიმზიდველობა იმ სივრცეებს, რომლებიც განვითარდა სწორედ ამ კომპანიის მიერ სხვადასხვა ქალაქში. ასეთი სივრცეების მოწყობა, როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული დატვირთვის მქონე სივრცეების მოწყობა არის გათვალისწინებული ამ პროექტის ფარგლებში.
რაც შეეხება ხელშეკრულების ნაწილობრივ გასაჯაროებას, რეალურად ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ, რეალურად ყველა პრინციპული საკითხი საზოგადოებისთვის არის ცნობილი. თუმცა ჩვენი პროექტის ოპონენტები მაინც არ არიან ამით კმაყოფილი. არ ვიცი, როგორ შეიძლება შევქმნათ მათი კმაყოფილების უფრო მაღალი დონე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.