საფრანგეთი საქართველოში წარმოებული თაფლის მთავარი საექსპორტო ბაზარია
2025 წელს საქართველომ ექსპორტზე 286.7 ათასი დოლარის თაფლი გაყიდა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან თაფლის ექსპორტი გაზრდილია. 2025 წელს საქართველომ საერთშორისო ბაზრებს 46.8 ტონა თაფლი მიაწოდა, 2024 წელს კი 33.8 ტონა. შესაბამისად წლიურ ჭრილში თაფლის ექსპორტი 38%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში წარმოებული თაფლისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი საფრანგეთია. სწორედ საფრანგეთში გადის საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტის 46%-ი.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო ნატურალური თაფლის ექსპორტს ახდენს:
სხვა სიახლეები
საქართველომ იანვარ-თებერვალში $17.3 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა
03.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 0,4 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0,5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 20%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული თაფლის სულ ორ ბაზარზე გაიყიდა: