საერთო ჯამში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში 13%-იანი ზრდა გვქონდა - ლევან მოსეშვილი
2025 წელი რეკორდულად დავიწყეთ და იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში პირველად 2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
„ზოგადად, ავიაცია ძალიან სწრაფად პროგრესირებს მსოფლიოში და საქართველოში მითუმეტეს. აღსანიშნავია და მართლა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ წელი რეკორდულად დავიწყეთ. პირველი 4 თვის განმავლობაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა - 2 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ. 13%-იანი ზრდა გვქონდა საერთო ჯამში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცალკე აღებული 1,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 0,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც მართლა კარგი მაჩვენებელია. ეს კიდევ წარმოუდგენელი იყო წინა წლებთან მიმართებაში. განსაკუთრებით პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ავიაციაზე, მაგრამ ჩვენ პანდემიით გამოწვეული კრიზისი დავძლიეთ და ანომალიური ზრდა იყო საქართველოში. ამ ზრდას ნამდვილად არ მოელოდებოდა არც ერთი ევროპული ქვეყანა, მაგრამ საქართველომ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის მაჩვენებელი და ის მოლოდინები რაც ევროპულ ქვეყნებს ჰქონდათ სტატისტიკა, ბევრად ვაჯობეთ. ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს მინდა შევეხო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც მგზავრთნაკადის მატებაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-იანი მატება გვქონდა და ეს ყველაფერი არის გუნდის, ქვეყნის, სწორედ მუშაობის, უსაფრთხო გარემოს დამსახურება. მგზავრებიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. დამსვენებლები, ტურისტები, რომ ჩამოდიან ეგ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ისეთ სერვისებს, ისეთ გარემოს ვთავაზობთ, რომელშიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და სურვილი აქვთ რომ კიდევ გვესტუმრონ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
30.05.2025.17:25
5 წელიწადში სებ-ს ახალი სათაო ოფისი უნდა ჰქონდეს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, შეძენილ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა და როდესაც ის დასრულდება დაიწყება მისი პროექტირების ეტაპი.
„დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა - მთავრობისგან შევიძინეთ მიწის ნაკვეთი თავისი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობით. ამ წუთში მიმდინარეობს ექსპერტიზა იქ არსებული შენობა-ნაგებობის, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა მერე ჩვენ გადავალთ უკვე პროექტირების ეტაპზე. პრივატიზაციის პროცესში ჩვენ 5 წლიანი ვადით გვაქვს საინვესტიციო პირობით აღებული და ვფიქრობთ, რომ ჩავეტევით ამ ვადაში“, - აღნიშნა თურნავამ.