საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. „ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებსწარმოადგენენ. პრემიერ-მინისტრმა მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმიური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და ექნებათ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, აგრეთვე ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ასევე აქცენტი გაკეთდა ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებზე, დაბალ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე. ხაზი გაესვა იმ აქტივობებს, რომლებსაც მთავრობა ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად ახორციელებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ბიზნესთან სამუშაო პროცესებზე. „ჩვენ ვართ და ვიქნებით ღია კერძო სექტორთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კუთხით. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთო ძალისხმევით, ერთობლივად შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.13:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;