საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს - ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მაისში საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტია დაგეგმილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.
„სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია. ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ბიუჯეტისთვის მათგან ვისესხოთ და ბოლო პერიოდში ჩვენ ეს აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში ზოგადად სანდოობისთვის, ბიზნესის თვალში, ინვესტორების თვალში ყოველთვის კარგია, როდესაც სავალუტო ფონდი არის ძლიერად წარმოდგენილი ქვეყანაში. მე გავაკეთე ეს კომენტარი და აქაც განვმეორდები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული, მაგრამ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა. წელს არის იგივე ე.წ მეოთხე მუხლის მისია ეს პროგრამა. ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. მაისის ბოლოს ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები მათთან არ შეჩერებულა. მათ შორის, ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით. მათ შორის, კიბერუსაფრთხოებით დაწყებული და საბანკო ზედამხედველობის საკითხებით დამთავრებული. ანუ ეს მჭიდრო თანამშრომლობა სულ გრძელდება. პროგრამაზე ვისაუბრებთ, როდესაც მისია ჩამოვა. ასეთი რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ გაგებით იყო ეს მოსმენილი, რომ ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა. რა ღია საკითხები იყო, რა შესრულდა შემდეგ. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა იყო დაპაუზებული ჩვენ მაინც ვაგრძელებდით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობას. რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.
კი თავის დროზე იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის შეჩერების შესახებ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პრაქტიკულად საშუალო ვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ამ დაპაუზებულ პროგრამაში იყო მოყვანილი ჩვენი მხრიდან იყო შესრულებული. ანუ ამ კუთხით არანაირი სასაყვედურო ქართულ მხარეს არ ჰქონდა. მათ შორის, ჩვენ მხარეს ეს იყო წმინდა რეზერვები, ფინანსთა სამინისტროს მხარეს ეს იყო საბიუჯეტო დეფიციტი. ყველაფერი იყო ზედმიწევნით იყო შესრულებული. ნუ სხვა საკითხია, რომ მიუხედავად ამისა მაინც იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის დიაპაუზების შესახებ. რამდენად გამართლებული იყო მაშინ იმ დროს ეს გადაწყვეტილება ეს კიდე ცალკე საკითხია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:06
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობაზე ხელშეკრულებების გაფორმებას აგრძელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში „ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა“ არის აღნიშნული, 2025 წელს ხელშეკრულება გაფორმდა დამატებით 198 დამტენის განთავსებაზე. პრეზენტაციაში ასევე წერია, რომ ქალაქის მასშტაბით 97 ლოკაციაზე მოეწყო ელექტროდამტენი სადგურები.
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტიმოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.
„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.
„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგეადგილები და დამუხტვა უფასოა.