მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება ყველა გამოწვევას, ამ მხრივ საქართველო გამორჩეულია რეგიონში - ნათია თურნავა

news image

ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვისმინეთ ერთმნიშვნელოვანი მესიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, რომ ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ და კვლავაც განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საქართველოში იგეგმება სსფ-ს მისიის ვიზიტი ე.. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში.

 

სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონში მიმდინარე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ძალიან კარგი შესაძლებლობაა გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებზე მოსაზრებების მოსასმენად.

 

გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა სსფ-სა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს ეკონომიკა მომზადებული ხვდება ყველა გამოწვევას-სტაბილური მაკროეკონომიკური ფაქტორებით, დაბალი ინფლაციით და მაღალი ეკონომიკური ზრდით. საკმაოდ მყარია ფისკალური პოლიტიკის მდგომარეობა და დაბალია საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენ ვზრდით საერთაშორისო რეზერვებს, ვატარებთ საკმაოდ ფრთხილ და გონივრულ მონეტარულ პოლიტიკას. ყველა ეს პარამეტრი გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას რეგიონში", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავა უკვე შეხვდა ყაზახეთისა და თურქეთის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს.

 

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების შეხვედრა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებთან, სადაც ნათია თურნავა პრეზენტაციით წარდგება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია

06.03.2026.15:49

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია  რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში  წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის წმინდა შესყიდვების განახლებული სტატისტიკა კი 25 მარტს გამოქვეყნდება.

2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა