მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7058.4
0.0051
flag
AZN 1.5936
-0.0005
flag
CNY 37.845
0.0067
flag
EUR 3.1799
0.0074
flag
GBP 3.6702
0.015
flag
KZT 50.35
-0.0041
flag
TRY 0.067
-0.0001
flag
USD 2.71
-0.0006

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ობიექტური, ადექვატური და პოზიტიურია - ნათია თურნავა

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული მორიგი კონსულტაციების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რომ ქვეყანაში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდა, რაც სებ-ის მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ და ლარის გაცვლითი კურსის სიმყარემ უზრუნველყო. 

„ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების, საპროცენტო განაკვეთის ნეიტრალურ დონესთან დაახლოების და შიდა მოთხოვნის წნეხის შერბილების  ფონზე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობა შეესაბამება არსებულ გარემოს", -  ვკითხულობთ ანგარიშში.

სსფ-ს პროგნოზით, ინფლაცია 2025 წელს მიზნობრივ მაჩვენებლთან ახლოს იქნება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეფასებით, IMF - ის და სებ-ის პროგნოზები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ძალიან სასიხარულოა.

„მნიშვნელოვანია ინფლაციასთან დაკავშრებული მათი პროგნოზი, რის მიხედვითაც ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ეს ემთხვევა ჩვენს ხედვასაც და ინფლაციის მიზნობრივთან ახლოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას, სსფ ამბობს რომ ის შეესატყვისება არსებულ მოცემულობას. ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნავს ნათია თურნავა.

სავალუტო ფონდის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეზერვების დაგროვება უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის  პრიორიტეტად. სსფ წერს, რომ რეზერვების დაგროვების თვალსაზრისით ეროვნული ბანკი მაქსიმუმს აკეთებს.

„ჩვენი ხედვა აქაც ემთხვევა და ჩვენ ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ ეროვნულ ბანკს სულ უფრო მეტი რეზერვი ჰქონდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში საუბარია ეკონომიკური ზრდის საოცრად კარგ შედეგებზე, რაც შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად ფიქსირდება.

სავალუტო ფონდი განსაკუთრებით უსვამს ხაზს  ეკონომიკის მედეგობას შოკების მიმართ და ჯანსაღ მაკროეკონომიკურ გარემოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სსფ აფასებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას და გააუმჯობესა ქვეყნის  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,2%-მდე.

„საქართველოს ეკონომიკამ მაღალი შიდა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა. 2021 წლიდან [ეკონომიკის ზრდის] საშუალო წლიური მაჩვენებელი 9% აღემატებოდა, ინფლაცია ორწლიანი ჩამორჩენის შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდა, ხოლო სახელმწიფო ვალი 2024 წელს მშპ-ის 36%-მდე შემცირდა. აღნიშნულმა ტენდენციებმა გაზარდა ერთ სულ მოსახლეზე მშპ და შეამცირა უმუშევრობა და სიღარიბე", - ნათქვამია ანგარიშში.

სსფ აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობისა და დამოუკიდებლობის გაძლიერება კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. თუმცა ამავდორულად სსფ ხაზს უსვამს რომ მიღწეულია პროგრესი წარსული რეკომენდაციების შესრულებაში, მათ შორის - საბჭოს ვაკანტური ადგილების შევსებისა და პრეზიდენტის დანიშვნის მიმართულებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უზბეკეთში ვიზიტისას ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ - მარიამ ქვრივიშვილი

23.07.2025.22:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან: პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ილჰომ მაჰკამოვთან და ინვესტიციების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვთან.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების გარშემო შედგა, აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთან, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება. შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეტი სავაჭრო მისიისა და ბიზნეს ფორუმის ჩატარების საკითხი.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, რომელთა გაღრმავებაზეც ვიმსჯელეთ. ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. შევეხეთ არაერთ პოტენციურ ახალ პროექტს, რომლითაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ასეთივე ნაყოფიერი იყო შეხვედრები უზბეკეთის ტრანსპორტისა და ინვესტიციების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრებთან. შეხვედრებისას აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაკეთდა, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, სამოქალაქო ავიაციის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია, გაზარდოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის კუთხით, ასევე - ტვირთნაკადი საქართველოს დერეფანში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის როლის გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უზბეკეთიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდის საკითხზე. ასევე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ შუა დერეფნის როლი და ამავდროულად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია - რომ ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მნიშვნელოვანი დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის როგორიცაა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი ტაშკენტის ტექნოპარკს ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა