მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე - ვახტანგ ცინცაძე

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობასთან გამართული მეოთხე მუხლის კონსულტაციების დასრულების შემდეგ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მაღალი შიდა და საგარეო გაურკვევლობის მიუხედავად, შთამბეჭდავი მდგრადობა გამოავლინა. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, პრეს-რელიზში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში  იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია - მიზნობრივ დონესთან ახლოს, ხოლო სახელმწიფო ვალი - დაბალანსებული. „შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა და 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

ვახტანგ ცინცაძე აქცენტს აკეთებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე, კერძოდ, საშუალოდ 9.7%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სწორედ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გახდა იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში გაიზარდა საშუალო შემოსავალი და სამუშაო ადგილების რაოდენობა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომავალ თვეებში და მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  განახლებული პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში საქართველოს ექნება 5.4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც როგორც რეგიონის, ისე ევროპული და გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან ზრდაზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია და ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები.  ფონდის შეფასებით, ინფლაცია  მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი  მშპ-ის 5 პროცენტის ფარგლებში დასტაბილურდება. ასევე, ეტაპობრივად გაიზრდება საერთაშორისო რეზერვების მოცულობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულიბს

25.07.2025.15:00

მიმდინარე წელს ქვეყანაში  კრევეტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 8.9 ტონა კრევეტები იყიდა, რაშიც 37.2 ათასი დოლარი გადაიხადა. 2024 წლის იანვარ-ივნისში კი ქვეყანაში 59.9 ტონა კრევეტების იმპორტი დაფიქსირდა. კლება 60%-ია.

2025 წლის 6 თვეში საქართველოში კრევეტების იმპორტი სულ სამი ბაზრიდან დაფიქსირდა, საიდანაც ლიდერი უკრაინაა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველო კრევეტებს ყიდულობს:

  • უკრაინა - 8.0 ტონა - 30.8 ათასი დოლარი;
  • ბელარუსი - 0.8 ტონა - 4.9 ათასი დოლარი;
  • ბელგია - 0.2 ტონა - 1.6 ათასი დოლარი;

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოში 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განხორციელდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა