მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია - ლაშა ხუციშვილი

news image

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქტიურადაა ჩართული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების კუთხით. ის მოიცავს მრავალ მიმართულებას, მათ შორის, ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, სადაც ჩვენ და ფონდს შეჯერებული გვაქვს პოზიციები რეფორმის ყველა ასპექტთან მიმართებით. საუბარი გვქონდა გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის. ცალსახად აღინიშნა, რომ ის ბუფერები და ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც აქვს საქართველოს, ქვეყანას აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში, გამომდინარე იქიდან, რომ თავისუფლადაა შესაძლებელი ყველა იმ რისკების გადაზღვევა, რომელიც შესაძლებელია წარმოიქნას არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და რასაც შესაძლებელია ეფექტი ჰქონდეს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი რჩება საქართველოს რეფორმების მხარდამჭერად და მასთან გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს - დავით ნარმანია

17.04.2026.17:37

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. 

ფორუმი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მიწოდების უწყვეტობისა დარეგულირების, ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროექტების შესრულების მონიტორინგის საკითხებზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე, რომლებსაც სემეკი უახლოეს პერიოდში განახორციელებს: 

„სემეკი სისტემატურად ახორციელებს კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს. სემეკში ინერგება და უკვე სატესტო რეჟიმშია ინვესტიციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოხდება ინვესტიციების, როგორც ინიცირების ,ისე მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაციებისა და შესაბამისი დოკუმენტური მასალის ასახვა, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას სწრაფად მოახდინოს დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.
ფორუმს ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა