მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება გადახდის მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენციის ზრდის წახალისებას

news image

მისასალმებელია გადახდის მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენციის ზრდის წახალისება, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში.

საუბარია ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით მიიღო და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

ცვლილების მიხედვით, საგადახდო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს გაუხსნის. ანგარიშის ქონა პროვაიდერებს საშუალებას მისცემს, ანგარიშსწორება განახორციელონ კომერციული ბანკების შუამავლობის გარეშე, რაც ამცირებს კომერციულ ბანკებზე დამოკიდებულებას, ხარჯებსა და ოპერაციულ შეზღუდვებს. შედეგად, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მომხმარებლების გადახდის ოპერაციები შესრულდება უფრო სწრაფად და მოქნილად.

აღნიშნული ცვლილებებით, ღია ბანკინგში ჩართულ არასაბანკო ინსტიტუტებს ეძლევათ მეტი შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიონ კომერციულ ბანკებს, დანერგონ ინოვაციური გადახდის სერვისები და მომხმარებელს შესთავაზონ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

გარდა ამისა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ის დავების განმხილველი კომისიის სადაო საგნის ღირებულება 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება.

ამავე ცვლილებების მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 10-16 დეკემბერს იმყოფებოდა საქართველოში. მისიის წევრებმა შეაფასეს ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენები, ასევე რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მომავალი წლიდან ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა იგეგმება - სემეკი საკითხზე 29 დეკემბერს იმსჯელებს

17.12.2025.13:11

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, განაცხადა. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, თუმცა ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს.

„მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფები 3 თეთრით გვქონდა შემცირებული. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს, კომისიის სხდომაზე, დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრისა და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა