მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გამოიკვეთა საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ მაღალი ნდობა - ფინანსთა მინისტრი

news image

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ევროობლიგაციების გამოშვება ყველა ძირითადი პარამეტრით წარმატებული აღმოჩნდა. მისი თქმით, სახელმწიფომ დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა, რომელიც 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ტრანზაქციაში 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი მონაწილეობდა. 

„ეს იყო ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება ყველა შეფასებით და ყველა იმ პარამეტრით, რითაც ღია ბაზარზე ევროობლიგაციების გამოშვება ფასდება. ბუნებრივია, პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ ქვეყანამ შეძლო და საკმაოდ მარტივად მოიზიდა დამატებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით თანხა, რომელიც გამოიყენება 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის. თუმცა, გარდა ამისა, არის ორი ძირითადი პარამეტრი, რისთვისაც მნიშვნელოვანია ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე: ეს არის ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებელი და ქვეყნის ნდობის მაჩვენებელი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ორივე პარამეტრით ძალიან წარმატებული იყო გამოშვება, იქიდან გამომდინარე, რომ რისკიანობის მაჩვენებელი არის წინა გამოშვებასთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული - დაახლოებით ეს სხვაობა 50 საბაზისო პუნქტია, რაც ქვეყნის რისკიანობის მაჩვენებლის 25%-ზე მეტით შემცირებაა. ხოლო, მეორეს მხრივ, მოთხოვნა დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი - ეს იყო 5,5-ჯერ მეტი ოდენობა, ვიდრე შეთავაზებული იყო ბაზარზე. და აქ არ არის საუბარი ერთ და ორ ინვესტორზე, უშუალოდ ტრანზაქციაში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა და ისინი მზად იყვნენ საქართველოში, საქართველოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში 2.8 მილიარდი  დოლარის ინვესტირება განეხორციელებინათ“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ქვეყანას და ეს ნდობა გამოიხატება იმაშიც, რომ ისინი ავად აფასებენ ქვეყნის რისკიანობას უფრო დაბალ ნიშნულზე, ვიდრე ეს წინა პერიოდში იყო

„ბუნებრივია, ეს არის ნდობა, რომელსაც საერთაშორისო ინვესტორები ამჟღავნებენ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მიმართ - ეს იქნება ფისკალურ ნაწილში, მონეტარულ ნაწილში, ეკონომიკური რეფორმების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ გამოშვება ხუთწლიანი ევროობლიგაციების ფორმატში განხორციელდა, ინვესტორები აფასებენ არა მხოლოდ ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობას, არამედ მომდევნო ხუთი წლის პერსპექტივასაც. შესაბამისად, ამ პროცესში გამოიკვეთა საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მიმართ მაღალი ნდობა“, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი

13.02.2026.17:56

„საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.

„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა