სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“, ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე - კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი
„პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის „ქეშბექის“ თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე“- განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
ლევან პაპიაშვილის განცხადებით, დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.
„თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. პროდუქტის მიწოდებისას ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი,“- განაცხადა ლევან პაპიაშვილმა.
სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომპანიის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, მაგალითად 10 ლარიანი პროდუქტის შემთხვევაში „როგორ მუშაობს „ქეშბექი“?“, რაზეც წარმომადგენელმა უპასუხა, რომ 10 ლარში კომპანიის მოგებაც უკვე გათვალისწინებულია.
„ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. მიწოდების პირობისას ხელშეკრულებაში მიდევს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% “ქეშბექი” უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, 10 ლარს“- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელი
დღის ტოპ 10 სიახლე
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
25.02.2026.17:03
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1505 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6740 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6742 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1505 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1521 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.