მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“, ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე - კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელი

news image

პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის „ქეშბექის“ თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გვავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე „ქეშბექი“ დავუბრუნოთ „რითეილს“. ეს „ქეშბექი“ კარგ შემთხვევაში იწყება 40%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე, - განაცხადა სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანია „დაფნას“ წარმომადგენელმა, ლევან პაპიაშვილმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

ლევან პაპიაშვილის განცხადებით, დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ მარჟას დაამატოს ქსელურ მაღაზიასთან „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რათა შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

„თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებულია, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს „ქეშბექზე“ დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. პროდუქტის მიწოდებისას ქსელური მაღაზიების უმრავლესობას აქვს ეს პირობა ჩადებული, რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები, ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. უნდა იყოს 60-70% და მეტი,“- განაცხადა ლევან პაპიაშვილმა. სხდომის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმაკომპანიის წარმომადგენელს სთხოვა განემარტა, მაგალითად 10 ლარიანი პროდუქტის შემთხვევაში „როგორ მუშაობს „ქეშბექი“?“, რაზეც წარმომადგენელმა უპასუხა, რომ 10 ლარში კომპანიის მოგებაც უკვე გათვალისწინებულია. „ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. მიწოდების პირობისას ხელშეკრულებაში მიდევს, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% “ქეშბექი” უნდა დავუბრუნო. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50%, რაც უნდა დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას, 10 ლარს“- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

14.04.2026.17:02

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1800 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6963 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1800 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0281 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა