მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.9
-0.0097
flag
AZN 1.616
-0.0005
flag
CNY 37.797
-0.0005
flag
EUR 3.1138
-0.0005
flag
GBP 3.6525
-0.0123
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0713
-0.0002
flag
USD 2.7483
-0.0004

სადაზღვევო სექტორი საქართველოს ფინანსური სისტემის სიმყარის ერთ-ერთი საფუძველია - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

„დაზღვევის სისტემა ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და მოქალაქეთა კეთილდღეობის ერთ-ერთი საფუძველია. აღნიშნული სექტორი ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ბაზარზე კონკურენციის გაზრდით, ახალი პროდუქტების დანერგვითა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით. 2024 წელი გამორჩეული იყო დაზღვევის ინდუსტრიისთვის - წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან რეკორდული 1,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 20 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი.
ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, სადაზღვევო სექტორი დღეს ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა მისი ზრდის პოტენციალი კიდევ უფრო დიდია. ინდუსტრიას აქვს ფართო შესაძლებლობები, როგორც პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების, ასევე სადაზღვევო სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისა და განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, აუცილებელია თანამედროვე, ხარისხიანი სადაზღვევო პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა. „ამ პროცესის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, როგორც თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაზე, აგრეთვე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო, ეფექტურ თანამშრომლობაზე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა ჩამოთვალა საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა ამოქმედება სექტორის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც ნებისმიერ ქვეყნის სადაზღვევო სექტორისათვის ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტია. „2025 წლიდან უკვე სრულად შევიდა ძალაში ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ კანონი, რაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს როგორც მოქალაქეებს, ისე ფინანსურ ინსტიტუტებს გრძელვადიანი ინვესტიციებს განხორციელების თვალსაზრისით. მოველით, რომ სადაზღვევო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში აქტიურად გაიზრდება," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავამ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

02.05.2025.18:36

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა დაზღვევის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რაც ფინანსური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მან დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრია, მრავალფეროვანი პროდუქტები და გათვითცნობიერებული მომხმარებელი ეკონომიკის მდგრადად და გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

დაზღვევის პროდუქტები არ არის მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები. ისინი ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ქვაკუთხედია. მათი მეშვეობით ფინანსური დანაკარგების რისკები იცვლება წინასწარ პროგნოზირებად შედეგებად, რაც მეტ სტაბილურობასა და ნდობას ქმნის ფინანსურ ბაზარზე“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ ისაუბრა საკრედიტო რისკების დაზღვევის მექანიზმზე, რასაც აქტიურად იყენებენ ფინანსურ სექტორში მოქმედი სესხის გამცემი სუბიექტები და ქმნიან სტაბილურ გარემოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„დღევანდელ გარემოში, როცა გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკა მუდმივ ცვლილებებსა და გაურკვევლობას აწყდება, საკრედიტო რისკების დაზღვევა განსაკუთრებულად აქტუალური და საჭირო გახდა.  საკრედიტო დაზღვევის პროდუქტი არა მხოლოდ ამცირებს ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების რისკს, არამედ ქმნის სტაბილურ საფუძველს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც მათ აძლევს საშუალებას უფრო გაბედულად მოიძიონ დაფინანსება და განვითარდნენ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სადაზღვევო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საქართველოში “დაზღვევის შესახებ” პირველ კანონს 1997 წლის 2 მაისს მოეწერა ხელი, დაზღვევის დღე ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში 2022 წლის 2 მაისიდან აღინიშნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა