მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზების - დევი ხეჩინაშვილი

news image

ეკონომიკურ ფორუმზე ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით, რაც ძალიან საინტერესოა, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიის დასრულების შემდეგ. დევი ხეჩინაშვილის თქმით, სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზაციისთვის. 

„ეკონომიკურ ფორუმზე მინისტრმა გააჟღერა ის გეგმები, რომელიც მათ აქვთ პირველადი ჯანდაცვის თვალსაზრისით. სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იყო საკითხი დაყენებული, რომ ჩვენი ხედვით სადაზღვევო მედიცინა არის ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური საშუალება ჯანდაცვის ხარჯების ოპტიმიზების“, - განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლევან მოსეშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა

21.05.2025.17:07

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი თბილისში სამუშო ვიზიტით მყოფ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე. 

„გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია WIZZ Air-ის ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. საუბარი შეეხო ასევე, 3 ივნისიდან ლიონი-ქუთაისის მიმართულების დაწყების ოპერირების დეტალებს, რომელიც სრულიად ახალია ჩვენი აეროპორტისთვის და საფრანგეთის მიმართულებით პარიზის შემდეგ მეორე მიმართულება იქნება,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა. 

Wizz Air-ის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა და ტურიზმი იზრდება, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა.

აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას Wizz Air-ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციული ოფიცერი ანდრაშ ჟაბო, Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აკოშ ბუში და აეროპორტების განვითარების მენეჯერი აკოშ პალენსკარი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან, გენერალურ დირექტორთან ერთად,  შეხვედრაში მონაწილეობდნენ აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი სალომე ხუნდაძე.

Wizz Air-ი საქართველოში უკვე 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ავიაკომპანია ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა