საქართველომ 8 თვეში 2 მლნ დოლარის წიწიბურა იყიდა
მიმდინარე წელს საქართველოში წიწიბურას იმპორტი 7%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 2 004.3 ათასი დოლარის ღირებულების 4 348.9 ტონა წიწიბურა იყიდა. 2024 წლის რვა თვეში კი 4 053.7 ტონა.
მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში იმპორტირებული წიწიბურას 99,96%-ი საქართველოში რუსეთიდან შემოდის.
ქვეყნები, სადაც საქართველომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წიწიბურა იყიდა:
რუსეთი - 1 999.6 ათასი დოლარი - 4 347.2 ტონა;
პოლონეთი - 4.0 ათასი დოლარი - 1.2 ტონა;
ბელარუსი - 0.6 ათასი დოლარი - 0.4 ტონა;
იტალია - 0.2 ათასი დოლარი - 0.0 ტონა;
დღის ტოპ 10 სიახლე
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
სხვა სიახლეები
16.10.2025.15:00
საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. მაშინ როდესაც 2024 წლის რვა თვეში ექსპორტი 6 062.8 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში მოყვანილი თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, რასაც საქართველო თხილს ყიდის:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 17 722.2 ტონა თხილი გაიტანა, 2023 წელს კი 18 802.0 ტონა.