სად ყიდულობს საქართველო ელექტრომობილებს
საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად იზრდება მათი იმპორტიც ქვეყანაში. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 3 616 ცალი ელექტრომობილი შემოვიდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 61 346.4 ათასი დოლარი იყო. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სტატისტიკა ასეთია: სულ საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 1 922 ცალი ელექტრომობილი, რომელთა ღირებულებაც 38 286.0 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტი 88%-ითაა გაზრდილი.
საქართველოში ელექტრომობილების მთავარი იმპორტიორი არის აშშ. სწორედ აშშ-ზე მოდის ელექტრომობილების იმპორტის 74%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ელექტრომობილებს ყიდულობს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 5 224 ცალი ელექტრომობილის იმპორტი მოახდინა, რომლის საერთო ღირებულებაც 102 265.8 ათასი დოლარი იყო.
სხვა სიახლეები
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს
29.07.2026.11:04
EBRD საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის $19.6 მილიონის დაფინანსების გამოყოფას გეგმავს.
დაფინანსება საქართველოს უმსხვილესი მასშტაბის მზის ელექტროსადგურის განვითარებას მოხმარდება, რაც ქვეყნის განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეს გაზრდის.
პროექტი მოიცავს 40.6 მეგავატი სიმძლავრის ახალი მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურის მშენებლობის დაფინანსებას, ასევე ადგილობრივი ბანკიდან მანამდე მოზიდული ხიდური დაფინანსების რეფინანსირებას ხუთი უკვე მოქმედი მზის ფოტოელექტრული სადგურისთვის, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 12.2 მეგავატს შეადგენს.
აღნიშნული დაფინანსება EBRD-ის მიერ კომპანიების - შპს „კახეთის მზის“, შპს „მზის ველის“, შპს „ველის“ და შპს „ალაზნის მზის“ სასარგებლოდ შეიძლება მიიმართოს სესხის გამოყოფას სახით. აღნიშნული კომპანიები საქართველოში 52.8 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების (SPP) მშენებლობისა და განვითარების მიზნით არიან დაფუძნებული.
საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დამატებული ახალი სიმძლავრე ხელს შეუწყობს ქვეყნის მზის ენერგეტიკის სექტორის უფრო სწრაფ განვითარებას და შეავსებს ჰიდროენერგეტიკის არსებული გენერაციის შესაძლებლობებს.