მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

სად ყიდის საქართველო ფეროშენადნობებს

news image

ფეროშენადნობების ექსპორტი 47%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 39,119.42 ათასი დოლარის ღირებულების 38,039.60 ტონა ფეროშენადნობების ექსპორტი მოახდინა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 70,541.76 ტონის. 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფეროშენადნობებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფეროშენადნობების ექსპორტს ახდენს:

  • თურქეთი - 7,158.13 ტონა,
  • ესპანეთი - 6,650.51 ტონა,
  • იტალია - 3,027.05 ტონა,
  • პორტუგალია - 3,000.00 ტონა,
  • უკრაინა - 2,689.00 ტონა.

აღსანიშნავია, რომ ფეროშენადნობების ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 299,384.71 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა.

რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 281,516.46 ტონა ფეროშენადნობები გაიტანა, ეს მაჩვენებლები კი 2023 წლის სტატისტიკასთან 79%-ით იყო გაზრდილი. 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ კორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება - სემეკი

24.04.2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.
დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა