საბჭოთა პერიოდში აშენებული ქსელი უკვე ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს - მაია მელიქიძე ენერგეტიკის სქტორის საჭიროებებზე
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მაია მელიქიძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ოთხ ძირითად ფაზას მოიცავს: გენერაცია, გადაცემა, განაწილება და მიწოდება.
„ჯერ ელექტროენერგიის წარმოება და მერე უნდა მოვახდინოთ მისი გამოტანა იქიდან. რეალურად ესეთი პროცესი ასეთია: წარმოება ანუ გენერაცია, შემდეგ არის გადაცემა, განაწილება და მიწოდება. ეს ოთხი ფაზა უნდა გაიაროს ელექტროენერგიამ. გენერაციიდან უნდა გადავიდეთ ელექტროენერგიის გამოტანაზე. თუ ვერ გამოვიტანთ ჩვენ შეგვექმნება სხვა მეორე პრობლემა და ეს საკითხიც სხვათა შორის განვიხილეთ ამ შეხვედრაზე და მათ შორის ვისაუბრეთ, მაგრამ ეს არ არის გადაწყვეტა რა თქმა უნდა ეგრეთ წოდებული მიკროგრიდები და კუნძულოვანი მოხმარება. ჩვენ გვქონდა სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ააშენა ინვესტორმა ჰიდროელექტროსადგური და ქსელი არ იყო რომ გამოეტანა ელექტროენერგია. შესაბამისად დავრჩით რეალობის წინაშე“, - აცხადებს მელიქიძე.
მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა პასუხისმგებელია მსხვილი გადამცემი ხაზების მშენებლობაზე, ხოლო ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ქსელის მასშტაბური განახლებისთვის.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში აშენებული ინფრასტრუქტურა უკვე ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს, რის გამოც პარალელურად საჭიროებს როგორც ინვესტიციებს, ისე სატარიფო პოლიტიკის ეფექტურ რეგულირებას.
„რეალურად საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არის ის პასუხისმგებელი ინსტიტუცია, რომელმაც უნდა ააშენოს მსხვილი გადამცემი ხაზები. რაც შეეხება შემდეგ, ეს არის ენერგო-პრო ჯორჯია მიწოდება. მე რამდენადაც ვიცი სემეკთან შეთანხმებული არის საინვესტიციო გეგმები და რეალურად საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი, რომელსაც განახორციელებს ინვესტიციის სახით ენერგო-პრო ჯორჯია მიწოდება იმისათვის, რომ დაიწყოს ამ ქსელების მასშტაბური და არა წერტილოვანი გამოცვლა და ინფრასტრუქტურის განვითარება. იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა პერიოდში აშენებული ქსელი, რომელიც ქარი იქნება, თოვლი წამოვა, ზედმეტი სიცხე იქნება თუ აიწევს ტემპერატურა მაშინვე ითიშება ელექტროენერგია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქსელი არ არის შესაბამისად მწყობრში. და ამიტომ ეს ნაწილიც არის პარალელურ რეჟიმში მოსაგვარებელი. ერთის მხრივ ეს არის სატარიფო პოლიტიკა, მეორეს მხრივ ეს არის განხორციელებული ინვესტიციები და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის აქტიური ჩართულობა“,- აღნიშნავს მელიქიძე.
მაია მელიქიძის განცხადებით, GREDA-ს ინიცირებული კანონპროექტი განახლებადი ენერგორესურსების ათვისების შესახებ უკვე პროცესშია და მის შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობა მალე იგრძნობს.
„2026 წელს არაჩვეულებრივი სტარტი, რადგან GREDA-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მაქსიმალურად თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან, უკვე პროცესშია და შედეგებს ველოდებით. ჩვენ გვესაჭიროება ცნობიერების ამაღლება რაიონებში, რომ კარგად განვუმარტოთ მოსახლეობას რატომ არის საჭირო განახლებადი ენერგორესურსების ათვისება და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით უკვე ამ კანონპროექტის და ამ თანამშრომლობის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას.
საკანონმდებლო ინიციატივები კიდევ გვაქვს. უნდა აღვნიშნო ეს არის დაბალანსებული სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა სწორედ ამ ნაწილში. ძალიან კრიტიკულია ჩვენთვის ბიუროკრატია და ამ თვალსაზრისით ძალიან კარგად ვმუშაობთ გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ბატონ დავით სონღულაშვილთან, ქალბატონ ელენე ღუბიანურთან არაჩვეულებრივი თანამშრომლობა გვაქვს. ამას რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი სიგნალები საქართველოს პარლამენტისგან, რომელიც არის საბოლოო ჯამში კანონმდებელი იმ ყველაფრისა რასაც ჩვენ ვაინიცირებთ“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
სხვა სიახლეები
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი დაუჭირა
23.02.2026.16:47