საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია - სსფ
„საბანკო სისტემა კარგად კაპიტალიზებული და მომგებიანია. სსფ-ს 2021 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) რეკომენდაციების განხორციელება თითქმის დასრულებულია. საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს თავისი ხანგრძლივი დედოლარიზაციის პოლიტიკის განხორციელებას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად,"- ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის მისიის დასკვნით განცხადებაში.
სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ მუდმივი სიფრთხილე და რეფორმები დაეხმარება ფინანსური სექტორის წინაშე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ და ახალი რისკების აღმოფხვრას.
„სტრუქტურული რეფორმები საჭიროა მაღალი ზრდის შესანარჩუნებლად, ზრდის მეტი ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად და მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად. არცერთი რისკი ამ ეტაპზე სისტემურად არ შეფასებულა, მაგრამ მუდმივი ახალი მონიტორინგი აუცილებელია." - აღნიშნულია რელიზში.
IMF - ის მისია ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით 2025 წლის IV მუხლის კონსულტაციის ფარგლებში თბილისში 21 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აწარმოებდა დისკუსიებს.
სხვა სიახლეები
05.06.2025.17:34
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს.
ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.