საბანკო სისტემა და საბაჟო სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არ იქცეს სანქციების თავიდან არიდების ადგილად - თურნავა
საბანკო სისტემა და ჩვენი საბაჟო სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო არ იქცეს სანქციების თავიდან არიდების ადგილად, - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი პრევენციულ დონეზე საკმაოდ კარგად არის გამართული.
„სებ-ი და მთლიანად საბანკო სისტემა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ძალიან ზედმიწევნით ასრულებს ყველა რეგულაციას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის მიმართ ომის დაწყების დღიდან აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან. ძალიან ზედმიწევნით მივყვებით და პრევენციულ ზომებსაც მივყვებით. ეს არის როგორც ჩვენი მკაცრი ზედამხედველობის და რეგულაციის შედეგი ასევე ჩვენი საფინანსო სექტორის სიფრთხილე და თვითდისციპლინა. ეს არის არის მარტო ჩვენ შეფასება“, ამბობს თურნავა.
მისივე თქმით, რაიმე ისეთი მცდელობა, რომელიც პრევენციის გზით არ იყოს აღკვეთილი, ასეთი მცდელობა არ გამოვლენილა.
„ერთადერთი, ჩვენი ძირითადი ყურადღების საგანი ბანკებში არის, რამდენად მზად არიან, რამდენად აქვთ ყველა რეგულაცია, ყველა პროცედურა შემოღებული, დაცული და ა.შ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგი ვითარებაა. საბანკო სისტემა საკმაოდ სწრაფად რეაგირებს ამ სფეროში ამა თუ იმ სიახლეზე.
კიდევ ერთი მაჩვენებელი შემიძლია მოვიყვანო, რომელიც არის გარე შეფასება, მაგრამ ირიბად ასევე აფასებს იმას, რომ მცდელობასაც არ აქვს დიდი ადგილი საქართველოში. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ თებერვალში გაკეთებული და გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც შეეხება ისეთი პროდუქციით ვაჭრობას, რომელიც არის რუსეთთან და ბელარუსთან მიმართებაში სანქცირებული, ან ნაწილობრივ სანქცირებული. ასეთი საქონლის ნაკადები, ექსპორტი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოსთან მიმართებაში არის საგრძნობლად შემცირებული და არ მიიმართება ძირითადად ჩვენკენ. ძირითადად გაზრდილი არის ე.წ. საბაჟო კავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ და არა საქართველოს მიმართ. ესეც არის ირიბი მაჩვენებელი იმისა, რომ საქართველო არ განიხილება სანქციების გვერდის ავლის პლატფორმად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
03.10.2025.11:22
წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.