საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია - თამარ იოსელიანი
„საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც ცალსახად განპირობებულია საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოს აეროპორტები 600 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტს აჭარბებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეკორდული იყო ამავე პერიოდში განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა, რომელიც ასევე 16 პროცენტით არის გაზრდილი. მისი შეფასებით, ხაზგასმით აღსანიშნავია საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც, რომელიც ასევე რეკორდულია, რადგან დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.
„ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორში ყველა მიმართულებით რეკორდული წელი გვქონდა, ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის პირველივე თვეში და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო თვეებიც რეკორდული იქნება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში იახტების იმპორტი ყველაზე მეტი ღირებულებით განხორციელდა
09.02.2026.13:00
2025 წელს საქართველოში 4 148.2 ათასი დოლარის ღირებულების იახტების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 4 707.3 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად კლება 12%-ის დონეზეა.
2025 წელს საქართველოში იახტების და დასვენების ან სპორტისთვის განკუთვნილი მოცურავე საშუალებების იმპორტი 22 ბაზრიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი აშშ-ია. სწორედ აშშ-დან განხორციელდა საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების იახტების შემოყვანა.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო იახტებს ყიდულობს:
აშშ - 2 168.2 ათასი დოლარი;
მექსიკა - 445.5 ათასი დოლარი;
თურქეთი - 280.3 ათასი დოლარი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 254.6 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 233.3 ათასი დოლარი;