მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილია და ეს წლიურ მაჩვენებელზეც აისახა - გოგიტა თოდრაძე 2025 წელს განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე

news image

„სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილია და ეს წლიურ მაჩვენებელზეც აისახა“, - ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, როდესაც 2025 წელს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ საუბრობდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ 2025 წლის მეოთხე კვარტლის ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში განხორციელდა 392 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს მცირედით, დაახლოებით 2.3%-ით ჩამორჩება, თუმცა ეს ჩამორჩენა სწორედ სავალო ვალდებულებების კომპონენტს უკავშირდება, ანუ ინვესტორის მიმართ ვალდებულება შემცირდა, ანუ გადავიხადეთ გარკვეული რაოდენობის სესხი, რამაც განაპირობა ამ 2.3%-იანი შემცირება.

თუმცა, სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებელი პირიქით, გაზრდილია და ეს აისახა კიდეც წლიურ მაჩვენებელზე. წლიურ ჭრილში, მილიარდ 688 მილიონი ინვესტიცია მიიღო ქვეყანამ და ეს მაჩვენებელი 7.6%-ით აღემატება 2024 წლის მონაცემებს და აქაც აღსანიშნავია, რომ რეინვესტიციის მაჩვენებელი გაზრდილია მნიშვნელოვნად, მისი წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 82.8%-ია და გაზრდილია ასევე სააქციო კაპიტალის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად გვევლინება“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს - გოგიტა თოდრაძე

13.03.2026.23:50

საქსტატი 2026 წელს ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტსა და პროცესებზე ორიენტირებულ სისტემებზე გაამახვილებს, რათა ოფიციალური სტატისტიკა უფრო ეფექტიანი გახდეს. უწყების ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტებზე ფოკუსირებული მიდგომის ნაცვლად პროცესებზე ორიენტირებული სისტემა უფრო შედეგიანია, რის მიხედვითაც უწყება მომავალ წლებში გარდაქმნებს საკუთარ მექანიზმებს.

„2026 წელს არსებული პრაქტიკიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. ასევე ვგეგმავთ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ პროცესებზე ორიენტირებული სისტემის ფორმირებაში. ანუ დღევანდელი სისტემა, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში, არის პროდუქტებზე ფოკუსირებული, დაფუძნებული, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით უკეთესი გახლავთ, ასე ვთქვათ, პროცესებზე ორიენტირებული სისტემა, რაზეც ვგეგმავთ გადავიდეთ მიმდინარე წლებში“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა