S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა. სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს. ამასთან, სააგენტოს შეფასებით ქვეყნის ზომიერი სახელმწიფო ვალის დონე, ძირითადად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან (IFIs) დროული შეღავათიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ასევე მხარს უჭერს რეიტინგს.
სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მყარი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი იყო, ხოლო სავალუტო რეზერვების მოცულობა გაიზარდა.
სარეიტინგო სააგენტო S&P-მ შესაძლებელია მოახდინოს რეიტინგის დადებითად გადახედვა მომდევნო 12 თვის განმავლობაში, თუკი საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები გადააჭარბებს მათ ამჟამინდელ მოლოდინებს და შემცირდება პოლიტიკური გაურკვევლობა.
,,2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეკონომიკა კვლავ აფიქსირებს 8.3%-იან ზრდას წლიურად, რაც ძირითადად კერძო მოხმარებით არის განპირობებული. სექტორულ ჭრილში მიღწეული მაჩვენებლები ფართომასშტაბიანი იყო, რომელი თვალსაზრიისთაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმი; ტრანსპორტი; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; მშენებლობა - რაც ასახავს მომსახურებისადმი მდგრად მოთხოვნას. მოსალოდნელზე ძლიერი მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედეთ სრული 2025 წლის ზრდის პროგნოზს 7.1%-მდე. თუმცა, ჩვენ ველით, რომ ზრდა შენელდება 5.2%-მდე 2026 წელს და 4.7%-მდე 2027 წელს", - წერს სარეიტინგო სააგენტო S&P.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები შედარებით გონივრულია რეგიონულ კონტექსტში, რასაც მხარს უჭერს წარსული სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
გარდა აღნიშნულისა, სარეიტინგო სააგენტო S&P 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს: ,,2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სრულად პროპორციული სისტემით - „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.9% მოიპოვა; ხოლო 2024 წლის დეკემბერში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი, 300-წევრიანი ამომრჩევლის კოლეგიიდან 224 ხმით აირჩიეს ", - აღნიშნულია რელიზში.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს თქმით, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, გონივრულ ფისკალურ მართვასთან ერთად, ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის დაბალი და მართვადი დონის შენარჩუნებას.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარული პოლიტიკის კურსს. ,,ნეტო შესყიდვებმა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა ბოლო თვეებში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმიდან მიღებულმა მყარმა შემოსავლებმა და უწყვეტმა ფინანსურმა ნაკადებმა", - აღნიშნავს S&P.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მათი მოლოდინით ინფლაცია პიკს წლის ბოლოს მიაღწევს და 2025 წლის საშუალო მაჩვენებელი 3.7%-ს გაუტოლდება - ამ ტრაექტორიის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.08.2025.13:47
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „S&P"-მ საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, გაზრდილი გეოპოლიტიკურიგამოწვევებისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნული პერსპექტივისდადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სწორ დათანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.
„ასევე სარეიტინგო კომპანია თავის შეფასებაში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგიგანპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, მთავრობის ვალის ზომიერიდონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით. ყოველივე ზემოაღნიშნულისგათვალისწინებით, „S&P "-მ ასევე გაზარდა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკურიზრდის პროგნოზი - 5.7%-დან 7.1%-მდე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - 2025 წლისპირველი 6 თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. სექტორებისმიხედვით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია, მათ შორის, ეკონომიკურიაქტივობის მაღალი ზრდა ფიქსირდება ტურიზმის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა დაკომუნიკაციის სექტორებში.
„რა თქმა უნდა, სარეიტინგო სააგენტოს ასეთ შეფასებას და მაღალ ეკონომიკურ ზრდასგანაპირობებს, ერთი მხრივ, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, რომელთაგანხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს, მეორე მხრივ კიმიმდინარე მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ თვალსაზრისით,ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ მიმართულისახელწიფო პროგრამები, რომლებიც მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უწყობსხელს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
S&P-ს რელიზში ასევე ხაზგასმულია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა დაგონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, სააგენტოსშეფასებით, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-ის დონეზე იქნება, საშუალოვადიანპერიოდში სახელმწიფო ვალი 34%-ზე დასტაბილურდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი წელს 4.1%-მდე შემცირდება (2024 წლის 4.5%-დან). რელიზის თანახმად, მიმდინარეანგარიშის დეფიციტის დაფინანსება ძირითადად მოხდება სტაბილური წმინდა პირდაპირიუცხოური ინვესტიციებით, განსაკუთრებით - ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა დატურიზმის სექტორებში.
„შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 და შემდგომ წლებში საქართველოშიშენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობისზრდას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.