მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

S&P - მ ხაზგასმით აღნიშნა "იგლჰილსის" პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე - ვახტანგ ცინცაძე

news image

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა „BB" დონეზე სტაბილური პერსპექტივით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ძლიერ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

„აღნიშნულის შედეგია ის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში დაფიქსირდა. S&P - ი 2026 წელს 5,4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება. ბოლო პერიოდში ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ზრდის მიმართულებით გადაიხედა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტო აქცენტს აკეთებს საქართველოში ძლიერ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი მოლოდინია, რომ ინფლაცია 2026 წელს საშუალოდ 3,5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

სარეიტინგო სააგენტომ პოზიტიურად შეაფასა მოლოდინები ქვეყნის ბიზნეს გარემოსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, S&P -მ ხაზგასმით აღნიშნა "იგლჰილსის" პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე. გარდა ამისა, რეიტინგის შეფასებაში აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რეკორდულ დონეზე 2026 წლის მდგომარეობით.

„ყოველივე აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მომდევნო წლებშიც ეკონომიკური ზრდა იქნება საკმაოდ მაღალი და საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორებისთვის ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია - თამარ იოსელიანი

09.02.2026.11:56

„საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც ცალსახად განპირობებულია საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოს აეროპორტები 600 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტს აჭარბებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეკორდული იყო ამავე პერიოდში განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა, რომელიც ასევე 16 პროცენტით არის გაზრდილი. მისი შეფასებით, ხაზგასმით აღსანიშნავია საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც, რომელიც ასევე რეკორდულია, რადგან დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

„ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორში ყველა მიმართულებით რეკორდული წელი გვქონდა, ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის პირველივე თვეში და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო თვეებიც რეკორდული იქნება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა